ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 24-30 მაისი

24-25 მაისს მზარდი მთვარის პერიოდია, ხელსაყრელი დროა ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის, მაგრამ სასურველია კარგად დაფიქრდეთ და მათი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აწონ-დაწონოთ. საქმეები, რომლებიც ადრე დაიგეგმა და შემოქმედებასთან იყო დაკავშირებული, კარგად განვითარდება.

26 მაისს სავსე მთვარეა. დარჩით სახლში. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საკითხებზე, რომლებიც პირად ურთიერთობებს უკავშირდება. ამ დღის შეხვედრებმა და ახალი ნაცნობობამ შეიძლება მწარედ გაგიცრუოთ იმედები.

27-იდან 30 მაისის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ეს არის კომუნიკაციის, თავისუფლების, მნიშვნელოვანი ცოდნის შეძენისა და კონსოლიდაციის დრო. ამ პერიოდში ახალი საქმე არ უნდა დაიწყოთ.

 

ვერძი

ეს კვირა კარგი დროა მათთვის, ვისაც ახალ სამუშაოზე გადასვლა სურს. ამავე დროს, მოგზაურობა ქალაქგარეთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად საშუალებას მოგცემთ, თავი დააღწიოთ უმნიშვნელო პრობლემებს. ყველაზე მშვიდად თავს ზღვის სანაპიროზე, ხმაურისგან შორს იგრძნობთ. არაფერზე ინერვიულოთ – ყველაფერი, რაც გჭირდებათ, თვითონ მოვა თქვენთან, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ასე რომ, მოემზადეთ ბედის საჩუქრების მისაღებად. ვიღაცას ბავშვები გაახარებენ, ვიღაცას – ახლობლები.

სასიკეთო დღეები: 25, 29.

არასასიკეთო დღე: 30.

 

კურო

მოსალოდნელია დაუვიწყარი კვირა. მთავარი მოვლენები სასიყვარულო ფრონტზე განვითარდება და გაითვალისწინეთ, რომ საკმაო რაოდენობის თანხა დაგჭირდებათ, მაგრამ სულის სიმტკიცის წყალობით, ღირსეულად გამოხვალთ ნებისმიერი რთული მდგომარეობიდან. სამსახურში თანამოაზრეებს იპოვით და მიზნებს განახორციელებთ. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდად გაატაროთ და კარგად დაისვენოთ, ეს ნამდვილად გჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 27, 30.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ტყუპი

ამ კვირაში შეგიძლიათ დიდი ნაბიჯები გადადგათ დასახული მიზნების მისაღწევად. წინ ბევრი სამუშაოა, მათ შორის, სახლში. ამასთან, გახსოვდეთ, რომ ზედმეტი შრომა შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ზოგჯერ მაინც დაისვენოთ. მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებს და ის საქმე გააკეთეთ, რომელიც სიმშვიდეს მოგანიჭებთ და პოზიტიური ემოციებით დაიტვირთებით. მარტოხელა ტყუპები ძალიან მალე პირად ცხოვრებაში სასურველ ცვლილებებს უნდა ელოდონ.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 27.

 

კირჩხიბი

მიუხედავად ყველაფრისა, ოპტიმისტური განწყობა დაბრკოლებების გადალახვას გაგიადვილებთ და თითქმის ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ. მხოლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ დააგვიანოთ სადმე, პუნქტუალურობის ნაკლებობამ შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს. გამოიყენეთ ეს პერიოდი. გამოჩნდება ახალი კარიერული პერსპექტივები, ფინანსური საქმეები საუკეთესოდ წარიმართება. ყურადღებით იყავით ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით – არსებობს გაცივების საშიშროება.

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე: 25.

 

ლომი

ამ კვირაში ვარსკვლავები მარტივ ცხოვრებას არ გპირდებიან. დიდი ძალა და ენერგია დაგჭირდებათ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად. ამავე დროს, მოგიწევთ რთული სამუშაო პრობლემებისა და კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტების მოგვარება. სასურველია ყველა სადავო საკითხის მშვიდობიანად მოგვარება. შეეცადეთ შაბათ-კვირა დასვენებას დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 28, 29.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ქალწული

ეს კვირა ქალწულებისთვის საუკეთესო დროა. სიყვარული, შემოქმედება, ახალი სასარგებლო ნაცნობობა, ღირებული მატერიალური შენაძენი – და ეს ყველაფერი საკუთარი ძალისხმევისა და ნიჭის წყალობით. ასევე მოსალოდნელია საქმიანი კავშირების შესაძლებლობა. გამოჩნდებიან ახალი ნაცნობები, რომლებიც მომავალში დიდ როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში. შაბათ-კვირას სასიამოვნო და თბილ ატმოსფეროში გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 29.

 

სასწორი

ამ კვირაში მოემზადეთ რთული და მძიმე სამუშაოს შესასრულებლად, თუმცა ამ სამუშაოს ღირსეულ ანაზღაურების ლოდინი მოგიწევთ. ჯობს, ხუთშაბათს სამსახურში არ გამოავლინოთ ზედმეტი აქტიურობა და ინიციატივა, რადგან ამან შეიძლება შური და არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვიოს. ამავე დროს, კვირის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საქმიანი მოლაპარაკებები, რაც შემდგომში თქვენს კეთილდღეობას გაზრდის. შაბათ-კვირა ოჯახს და მეგობრებს დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 29.

 

მორიელი

ვარსკვლავებს თქვენთან დაკავშირებით „დიდი გეგმები აქვთ“. საყოველთაო ყურადღებას და თაყვანისცემას ელოდეთ. მეგობრები და ნაცნობები ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიმზადებენ. თქვენი მხრიდან საჭირო იქნება სიბრძნე, რომ სწრაფად მოგვარდეს შესაძლო სადავო საკითხები როგორც სახლში, ისე სამსახურში. საჭიროების შემთხვევაში ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა. ოთხშაბათს იყავით ძალიან გულწრფელი თქვენს საყვარელ ადამიანთან, ერთად მთების გადაადგილებას და ყველა ოცნების ასრულებას შეძლებთ.

სასიკეთო დღეები: 27, 30.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მშვილდოსანი

შეეცადეთ ამ კვირაში მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთოთ, არავის გაუზიაროთ თქვენი საიდუმლოებები. ასე თავიდან აიცილებთ საყვარელ ადამიანებთან უსიამოვნო საუბარს და კოლეგებთან მშფოთვარე პაექრობას. გამორიცხული არ არის მოკლე მოგზაურობები, ძირითადად, საქმიანი ხასიათის. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას. მოერიდეთ უსარგებლო საკვებს და ზედმეტ ჭამას. პარასკევი საღამო განსაკუთრებით კარგია მეგობრებთან ერთად ინტელექტუალური საუბრებისთვის.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 24.

 

თხის რქა

კვირის პირველი ნახევარი ხელსაყრელი პერიოდია ფინანსური საკითხების გადასაჭრელად, ასევე, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. საქმიანი შეხვედრები და მოგზაურობები მნიშვნელოვანი და პერსპექტიული აღმოჩნდება. კვირის მეორე ნახევარში საოჯახო პრობლემებმა შესაძლოა დამატებითი ხარჯები მოითხოვოს. ფინანსებთან დაკავშირებით შეიძლება ჩიხში აღმოჩნდეთ, ამიტომ უარი უნდა თქვათ დიდ შესყიდვებზე და, საერთოდ, შეეცადეთ მკაფიოდ დაგეგმოთ თქვენი ბიუჯეტი. კარგი იქნება თქვენი დიპლომატიური უნარების უფრო ხშირად გამოყენება. ეს საშუალებას მოგცემთ, გვერდი აუაროთ ბევრ არასასურველ კონფლიქტს.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მერწყული

მერწყულები ენერგიის მოზღვავებას, ოპტიმიზმს იგრძნობენ და წარსულ მოვლენებს იუმორით შეხედავენ. ენერგიული, წარმატებული, ინიციატივიანი ხართ და ყველა შანსი გაქვთ, რომ რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ. ერთადერთი, ახლობლებთან და ნაცნობებთან ურთიერთობის ხანგრძლივი პრობლემები შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს. გარდა ამისა, ეს არასასურველი დროა გამოცდების ჩაბარების და თქვენი სამეცნიერო იდეების პოპულარიზაციისთვის. შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანზე ზრუნვა და მეგობრებთან შეხვედრა სულს ათბობს.

სასიკეთო დღეები: 29, 30.

არასასიკეთო დღე: 27.

 

თევზები

ახლა აშკარად საუკეთესო ფორმაში ხართ. უბრალოდ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმედგაცრუებას და შეცადეთ არ მოახდინოთ რეაგირება თქვენ მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე. ფრთხილად მოეპყარით თანხას: მოგზაურობის, რემონტის, მკურნალობის გაუთვალისწინებელი ხარჯები გელოდებათ. ამ პერიოდში არ არის გამორიცხული კონფლიქტები, ნაწილობრივ თქვენი მიზეზით. გაფრთხილდით და წინდახედულება გამოიჩინეთ, არავის მოუყვეთ თქვენი გეგმების შესახებ და წარმატება გარანტირებული გექნებათ.

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე: 25.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close