პოლიტიკასაქართველო

ლევან ვასაძის გუნდი ჯერ მხოლოდ მისი ოჯახია – რა გავიგეთ ახალი პოლიტიკოსად გარდაქმნილი ბიზნესმენის გეგმების შესახებ

ულტრაკონსერვატიული შეხედულებების ქართველი ბიზნესმენი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა „ერ­თო­ბა, რა­ო­ბა, იმე­დის“ (აბრევიატურა „ერი“) დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლევან ვასაძე „ალექ­სან­დრეს ბაღ­ში“ მხარ­დამ­ჭე­რებს შეხვდა. შეხვედრაზე იგი ოჯახთან – მე­უღ­ლესა და 8 შვილ­თან ერ­თად მივიდა და სანამ „ერის“ ლიდერი საზოგადოებას თა­ვის პოლიტიკურ გეგ­მებ­ს გააცნობდა, თავისი შვილები გააცნო. 

„აქ მე მო­ვე­დი ჩემს მე­უღ­ლეს­თან და ჩემს რვა შვილ­თან ერ­თად. აქ ბრძან­დე­ბა ჩემი მე­უღ­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი ნინო დურ­გლი­ში­ლი, ჩემი უფ­რო­სი ვაჟი, შიო ირაკ­ლი ვა­სა­ძე, იკა, რო­მელ­მაც ის­წავ­ლა სტუ­მარმას­პინ­ძლო­ბის ინ­დუსტრია უცხო­ეთ­ში და დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში, მუ­შა­ობს აქ და თა­მა­შობს რაგბის.

გი­ორ­გი, ჩემი მე­ო­რე ვაჟი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბით და უნდა, რომ გა­მო­ვი­დეს ინ­ჟი­ნე­რი, უცხო­ეთ­ში სწავ­ლობ­და და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლობს მა­თე­მა­ტი­კას და საინფორმაციო ტექ­ნო­ლო­გი­ებს და, ასე­ვე, არის მო­რაგ­ბე.

ჩემი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, თა­მა­რი, რო­მე­ლიც წელს ამ­თავ­რებს და გა­და­წყვი­ტა, რომ არ­ქი­ტექ­ტუ­რა შეისწავლოს და აბა­რებს წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­ტა­ცე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ცეკ­ვით და ცეკ­ვავს „სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში“.

ნი­კო­ლოზ ვა­სა­ძე, რო­მე­ლიც სწავ­ლობს ჩვენს სკო­ლა­ში, ასე­ვე არის, რა თქმა უნდა, მო­რაგ­ბე, მაგ­რამ ბოლო წლებ­ში ისე ძა­ლი­ან გა­ი­ტა­ცა ორ­თაბ­რძო­ლებ­მა, რომ ცოტა გა­და­ი­ხა­რა ორ­თაბ­რძო­ლე­ბის­კენ.

ეკა­ტე­რი­ნე, კატო ვა­სა­ძე, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან ყვე­ლას დედა და ყვე­ლას დაა და ყვე­ლას მომ­ვლე­ლი და ექიმი, გან­სა­კუთ­რე­ბით ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი.

ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვე­ნი უკა­ნას­კნე­ლი ვაჟი, ილია ვა­სა­ძე, რო­მე­ლიც ასე­ვე მო­რაგ­ბეა, მაგ­რამ ამა­ვე დროს წყალბურთელიცაა. ძა­ლი­ან უყ­ვარს წიგ­ნე­ბის კი­თხვა, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ჩვენს შვილს.

მა­რი­ამ ვა­სა­ძე, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ცეკ­ვავს, ხა­ტავს და რა­ღა­ცას ქმნის თა­ვი­სი ხე­ლე­ბით და ძა­ლი­ან უვ­ლის თა­ვის უმ­ცროს და­ი­კოს, ჩვენს მერ­ვე შვილს, ანა ვა­სა­ძეს. ანა უკვე არის ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე. ოჯა­ხის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ენა­მოს­წრე­ბუ­ლი წევ­რია, ყვე­ლაფ­რის მბრძა­ნე­ბე­ლია, რაც არ უნდა მთხო­ვოს და გააკეთოს, მე უარს ვე­რა­ფერ­ზე ვერ ვე­უბ­ნე­ბი“, – ასე და­ა­ხა­სი­ა­თა ვა­სა­ძემ თავისი შვი­ლე­ბი.

პრეზენტაციამდე მისი ცოლ-შვილი საზოგადოებისთვის არც ისე ნაცნობი იყო. სულ რამდენიმე ოჯახური ფოტოა საჯარო, რომლებზეც მისი ოჯახის წევრები ეროვნულ სამოსში არიან გამოწყობილნი.

ლევან ვასაძის პოლიტიკოსად შესაძლო გარდაქმნის საკითხი ბოლო წლებში პერიოდულად ხდებოდა განსჯის საგანი. 2013 წლის შემოდგომაზე, როცა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებდა, ბევრი იმასაც მოელოდა, რომ შემცვლელად სწორედ ლევან ვასაძეს დაასახელებდა.

როგორც რადიო „თავისუფლება“ წერს, 2019 წლის ზაფხულში, როდესაც ბიზნესმენი ვასაძე „თბილისი პრაიდის“ ჩასაშლელად ქუჩის რადიკალურ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში, ერთ-ერთ მიტინგზე ისიც თქვა, რომ ივანიშვილი მის „პოლიტიკაში ჩათრევას“ ძალით ცდილობდა და მას საიდუმლო საუბრების გახმაურებითაც დაემუქრა.

ლევან ვასაძე ამბობს, რომ პოლიტიკური საქმიანობისას სამომავლოდ „საზოგადოების სამ შრეს“ უმიზნებს :

1. საზოგადოების 60%-ს – ვინც აღარ დადის არჩევნებზე და ნიჰილისტურად არის განწყობილი;

2. „ქოცების ელექტორატს“, რომელიც ხმას აძლევს ლოზუნგით – „ოღონდ ნაცები და მიშა არ დაბრუნდეს“;

3. ხალხის იმ ნაწილს, რომელიც „ისეა გამწარებული ქოცებზე და პირადად ბიძინაზე“, რომ დასჯის მიზნით „კოლექტიურ ნაცებს“ აძლევს ხმას.

ზოგადად კი, მისი მიზანია, „საქართველოში დაასრულოს „ლიბერალების მმართველობა“ და „გლობალისტების გავლენები“, „ტრადიციონალისტური, კონსერვატიული“ პრინციპების გამარჯვებით“.

საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. მის დაფინანსებაზე ლევან ვასაძე ამბობს, რომ ფული თავადაც აქვს და დამატებითი სახსრების მოზიდვას ბიზნესმენებისგან შეეცდება, სამომავლო თავისუფლების დაპირებითა და სრული გარანტიით.

რაც შეეხება მის ბექგრაუნდს: ცნობილი ბიზნესმენი გავლენიანი ფიგურაა ულტრამემარჯვენე, რადიკალურ და ურლტრაკონსერვატულ ჯგუფებში. გავრცელებული ცნობებით, იგი ასევე „ევრაზიონისტულ“ მოძრაობასა და მის ლიდერთან, ალექსანდრე დუგინთან დაკავშირებული პირია.

ვასაძემ, რომელიც ჰომოფობიური განწყობებით არის ცნობილი, 2019 წლის ივნისში უკანონო რაზმების, ე.წ. „ლეგიონის“ ფორმირება და „გეი პროპაგანდის“ პრევენციისთვის პატრულირება დაანონსა. მაშინ შსს-მ ვასაძის განცხადების საფუძველზე უკანონო ფორმირების მუხლით (სსსკ-ის 223-ე) გამოძიებაც დაიწყო. ვასაძე ლგბტ თემის საწინააღმდეგო კიდევ ერთ აქციას წინამძღოლობდა 2019 წლის ნოებერშიც, როდესაც რადიკალურად განწყობილი ჯგუფები თბილისის კინოთეატრებთან ლევან აკიმის გეი თემატიკაზე შექმნილი ქართული ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ.

ლევან ვასაძეს 2013 წლის ნოემბერში საქართველოს სამეფო ოჯახმა რაინდის წოდება მიანიჭა.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close