ხელოვნებასაბერძნეთი
ვინ არის ბერძენი მომღერალი, რომელიც პოპულარულ ქართულ სიმღერას უაქცენტოდ ასრულებს (ვიდეო)
ბერძენი მომღერლის, Marianna G-ს მიერ ნინო ქათამაძის ცნობილი სიმღერის – „ქუჩაში ერთხელ“ შესრულებამ შეუძლებელია არ მოგხიბლოთ. გასაოცარია მომღერლის მიერ ქართული სიტყვების უაქცენტოდ წარმოთქმა, თუმცა მის წარმოშობას თუ გავითვალისწინებთ, ეს აღარ გაგვიკვირდება.
Μαριάνα Γεωργιάδου – მარიანა გეორგიადუ 2017 წელს ბერძნულ X-ფაქტორში მონაწილეობდა, რომლის ჟიურიში საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი – თამთაც (გოდუაძე) იყო. მარიანა გეორგიადუ X-ფაქტორის ვიდეოში თამთას ეუბნება, რომ თესალონიკელია, წარმოშობით საქართველოდან, მამა ქართველი ჰყავს, დედა – ბერძენი და თავად დედის გვარზეა.
მოუსმინეთ და დატკბით მარიანას შესრულებით. ამ ცნობილი და ძალიან პოპულარული სიმღერის მისეული ვერსია, ჩვენი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები