მედიცინამსოფლიო

პოლონეთში „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით პირველ და მეორე აცრას შორის ინტერვალი მცირდება

პოლონეთში „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველ და მეორე დოზების მიღებას შორის ინტერვალი მცირდება, ეს გადაწყვეტილება პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი და მეორე დოზის მიღებას შორის დროის ინტერვალი 84-დან 35-დღემდე შემცირდება, „მოდერნასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის კი – 42-იდან 35-დღემდე შემცირდება.

პოლონეთის მოსახლეობის 9,6% სრულად ვაქცინირებულია.

პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე პოლონეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 2 835 083 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 70 034 ადამიანი. გასულ 24 საათსი ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 2,032 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 ადამიანი გარდაიცვალა.

15 მაისიდან პოლონეთში ღია სივრცეში ნიღაბი აუცილებელი აღარ იქნება, თუმცა პირბადით ცხვირის და პირის დაფარვის ვალდებულება ისევ რჩება დახურულ სივრცეებსა და შენობებში, კერძოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში, ეკლესიებში; აგრეთვე, სასაფლაოზე ან ბულვარზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close