fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

აი, თურმე რატომაა ილონ მასკი ექსცენტრიკული – TESLA-სა და SPACE X-ის დამფუძნებელმა მიზეზი გაამხილა

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა გაამხილა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს. 

მასკმა თავისი დიაგნოზის შესახებ NBC-ზე კომედიური გადაცემა Saturday Night Live-ის (SNL) წაყვანისას ისაუბრა.

49 წლის ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ის „პირველი ადამიანია ასპერგერის სინდრომით“, რომელიც პოპულარული იუმორისტული შოუს წამყვანი გახდა.

„დღეს ჩემი გამოსვლა ისტორიულია – მე ხომ SNL-ის პირველი წამყვანი გავხდები, რომელსაც ასპერგერი აქვს. ყოველ შემთხვევაში პირველი, ვინც ამას აღიარებს“, – თქვა მასკმა.

მონოლოგის დროს მასკმა მიმართა იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სოციალურ ქსელებში მისი გამონათქვამები შესაძლოა არ მოსწონდეთ: „ყველას, ვისაც ვაწყენინე, მინდა ვუთხრა: თავიდან გამოვიგონე ელექტრომობილი და კოსმოსური ხომალდებით ხალხს მარსზე ვუშვებ. მართლა გეგონათ, რომ თავშეკავებული, ნორმალური ადამიანი ვიქნებოდი?“

ასპერგერის სინდრომი ფსიქიკური განვითარების დარღვევაა, რომელიც პირველად 1944 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა და პედიატრმა ჰანს ასპერგერმა აღწერა. აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანებს ახასიათებთ სირთულეები სოციალურ ურთიერთობებსა და კომუნიკაცასთან დაკავშირებით, ინტერესებისა და საქმიანობის შეზღუდული, სტერეოტიპული, განმეორებადი რეპერტუარი და უცნაური, ექსცენტრიკული ქცევები. სინდრომის დროს ხშირად გვხვდება გამოხატული ფიზიკური მოუქნელობა.

ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ მაღალი ინტელექტი და საშუალოზე კარგი ვერბალური (მეტყველებითი) უნარები, ამ დარღვევის დროს მეტყველების და ვერბალური უნარები მთლიანობაში ნარჩუნდება. ეს განასხვავებს ამ მდგომარეობას ბავშვთა აუტიზმის (კანერის სინდრომი) სპექტრის სხვა ფორმებისგან. ასპერგერის სინდრომი აუტიზმის მაღალფუნქციურ ფორმად ითვლება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close