fbpx
ხელოვნებასაბერძნეთი

ვინ არის ბერძენი მომღერალი, რომელიც პოპულარულ ქართულ სიმღერას უაქცენტოდ ასრულებს (ვიდეო)

ბერძენი მომღერლის,  Marianna G-ს მიერ ნინო ქათამაძის ცნობილი სიმღერის – „ქუჩაში ერთხელ“ შესრულებამ შეუძლებელია არ მოგხიბლოთ. გასაოცარია მომღერლის მიერ ქართული სიტყვების უაქცენტოდ წარმოთქმა, თუმცა მის წარმოშობას თუ გავითვალისწინებთ, ეს აღარ გაგვიკვირდება.

Μαριάνα Γεωργιάδου – მარიანა გეორგიადუ 2017 წელს ბერძნულ X-ფაქტორში მონაწილეობდა, რომლის ჟიურიში საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი – თამთაც (გოდუაძე) იყო. მარიანა გეორგიადუ X-ფაქტორის ვიდეოში თამთას ეუბნება, რომ თესალონიკელია, წარმოშობით საქართველოდან, მამა ქართველი ჰყავს, დედა – ბერძენი და თავად დედის გვარზეა.

მოუსმინეთ და დატკბით მარიანას შესრულებით. ამ ცნობილი და ძალიან პოპულარული სიმღერის მისეული ვერსია, ჩვენი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა.

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close