მედიცინა
კვლევა ისრაელში: PFIZER/BIONTECH-ის ვაქცინა სპერმაზე გავლენას არ ახდენს
ისრაელელი მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა სპერმის პარამეტრებს არ აზიანებს.
მკვლევრებმა 43 მოხალისისგან სპერმის ნიმუშები აიღეს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრამდე ერთი თვით ადრე და აცრის შედეგ ერთი თვის შემდეგ.
აცრის შემდეგ მათ სპერმაში არცერთი პარამეტრი – მოცულობა, კონცენტრაცია ან მოძრაობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
მკვლევრების თქმით, კვლევის წინასწარი შედეგები მამაკაცებისთვის დამამშვიდებელია: „ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციით, წყვილები, რომლებსაც ბავშვის გაჩენა სურთ, უნდა აიცრან, რადგან აცრა სპერმაზე გავლენას არ ახდენს, ხოლო კორონავირუსის ინფექცია სპერმას ვნებს“.
tabula.ge
კომენტარები