fbpx
მედიცინა

კვლევა ისრაელში: PFIZER/BIONTECH-ის ვაქცინა სპერმაზე გავლენას არ ახდენს

ისრაელელი მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა სპერმის პარამეტრებს არ აზიანებს.

მკვლევრებმა 43 მოხალისისგან სპერმის ნიმუშები აიღეს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრამდე ერთი თვით ადრე და აცრის შედეგ ერთი თვის შემდეგ.

აცრის შემდეგ მათ სპერმაში არცერთი პარამეტრი – მოცულობა, კონცენტრაცია ან მოძრაობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

მკვლევრების თქმით, კვლევის წინასწარი შედეგები მამაკაცებისთვის დამამშვიდებელია: „ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციით, წყვილები, რომლებსაც ბავშვის გაჩენა სურთ, უნდა აიცრან, რადგან აცრა სპერმაზე გავლენას არ ახდენს, ხოლო კორონავირუსის ინფექცია სპერმას ვნებს“.

tabula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close