იტალიის მთავრობამ დაამტკიცა პროექტი რომის კოლიზეუმში ახალი იატაკის მოწყობის შესახებ, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს, დადგნენ იმ ადგილზე, სადაც ადრე გლადიატორები იბრძოდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
იტალიის კულტურის მინისტრის დარიო ფრანჩესკინის გადაწყვეტილებით, კოლიზეუმში ხის დასაკეცი იატაკი აშენდება. ამ პროექტს კი, 18.5 მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში, კომპანია Milan Ingegneria შეასრულებს. პროექტი 2023 წელს დასრულდება.
გამოცემის ცნობით, 2000 წლის ისტორიულ ძეგლს იატაკი საერთოდ არ აქვს. იატაკი არქეოლოგებმა მე-19 საუკუნეში მოხსნეს და გვირაბების მიწისქვეშა ქსელი აღმოაჩინეს, სადაც სპორტული ორთაბრძოლის დაწყებამდე ცხოველები და გლადიატორები იმყოფებოდნენ.
იტალიის კულტურის მინისტრის თქმით, ახალი იატაკის მოწყობა დამთვალიერებლებს საშუალებას მისცემს, კოლიზეუმის დიდებულება ძეგლის ცენტრიდან იხილონ. ამასთან, მინისტრის გადაწყვეტილებით, იატაკის აღდგენის შემდეგ კულტურულ ღონისძიებებს სწორედ რომის კოლიზეუმი უმასპინძლებს.
imedinews.ge
კომენტარები