მსოფლიოსაზოგადოება

მეგან მარკლს სამეფო ოჯახის სამკაულის ტარება აუკრძალეს

სამეფო ოჯახის შესახებ სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი აქამდე უცნობი დეტალის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. როგორც ირკვევა, მეგან მარკლს, რომელიც სასექსის ჰერცოგინიას წოდებას ინარჩუნებს, სამეფო ოჯახმა კიდევ ერთი აკრძალვა დაუწესა.

ამჯერად საქმე  სამეფო ოჯახის სამკაულს ეხება, რომლის ტარებაც მას დედოფალ ელიზაბეთისა და პრინც უილიამის გადაწყვეტილებით აეკრძალა.

იმ სამკაულებს შორის, რომლებსაც ჰერცოგინია საჯაროდ ვეღარ გამოიყენებს, არის მარიამ დედოფლის გვირგვინი, რომელიც 1919 წელს დამზადდა.

გარდა ამისა, აკრძალულ სამკაულებს შორის არის პრინცესა დაიანას სამკაულებიც, რომლებითაც მარკლი არაერთხელ გამოჩენილა.

თუმცა როგორც გამოცემა The Sun-ი წერს, აკრძალვა შესაძლოა დროებითი აღმოჩნდეს და მომავალში სულაც გაუქმდეს.

okmagazine.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close