მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

შვეიცარია: ქუჩაში მოწყალების მთხოვნელებს უჩვეულო გარიგება შესთავაზეს

სავარაუდოდ, ეს იდეა არ მოეწონება არც შვეიცარიის მეზობელ სახელმწიფოებს, არც ევროკავშირს მთლიანობაში

შვეიცარიის ქალაქ ბაზელის ხელისუფლებამ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში მოწყალებას თხოულობენ, შესთავაზა, მონაწილეობა მიიღონ უჩვეულო გარიგებაში – მათ მისცემენ ბილეთს ნებისმიერ ევროპულ ქალაქამდე, თუ ისინი წერილობით პირობას დადებენ, რომ ბაზელში აღარ დაბრუნდებიან. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება Basler Zeitung-ზე დაყრდნობით.

„ისინი ხელს მოაწერენ ვალდებულებას, რომ შვეიცარიაში აღარ დაბრუნდებიან – ყოველ შემთხვევაში, დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა იუსტიციისა და უსაფრთხოების ადგილობრივი დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტოპრაკ ეგრუზმა.

გარიგება გულისხმობს, რომ მისი დარღვევისთვის მოწყალების მთხოვნელს ქვეყნიდან დეპორტაცია დაემუქრება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close