fbpx
მსოფლიო

„სამსახურებრივი რომანით“ დაწყებული ბილ და მელინდა გეიტსების 27-წლიანი თანაცხოვრება განქორწინებით სრულდება

შეთქმულების  თეორიების თანახმად, კორონავირუსის წარმომავლობის საწყისებთან ბილ გეიტსი დგას

ბილ და მელინდა გეიტსები 27-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინდებიან. კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა და მისმა მეუღლემ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელეს:

„ხანგრძლივი ფიქრისა და ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით ბევრი მუშაობის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქორწინება დავასრულოთ. ვფიქრობთ, ჩვენი ცხოვრების შემდეგ ფაზაში, როგორც წყვილი, ერთად ვეღარ განვვითარდებით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბილ გეიტსის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ განქორწინების ფინანსური საკითხები ჯერჯერობით უცნობია.

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა მომავალი მეუღლე – მელინდა ენ ფრენჩი 1980-იან წლებში გაიცნო, როცა ამ უკანასკნელმა გეიტსის კომპანიაში დაიწყო მუშაობა. მათი „სამსახურებრივი რომანი“ მალე ქორწინებით დასრულდა.

ბილ და მელინდა გეიტსებს სამი შვილი ჰყავთ. უზარმაზარი სიმდიდრის მიუხედავად ბილ გეიტსი ამბობს, რომ მისი შვილები მემკვიდრეობით მხოლოდ 10-10 მილიონს მიიღებენ, რადგან მიაჩნია, რომ „ბავშვებისთვის დიდი თანხების დატოვება მათთვის სასიკეთო სულაც არ არის“.

ცოლ-ქმარმა 2000 წელს საქველმოქმედო ფონდი დააარსა. „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის“ საშუალებით ბილ გეიტსი საკუთარი ქონებიდან მთელ მსოფლიოში მილიარდებს ხარჯავს გადამდებ დაავადებებთან ბრძოლაში. წყვილმა მილიონები დახარჯა შიდსის, მალარიისა და პოლიომიელიტის პრევენცია-მკურნალობისთვის. მათი თქმით, თანამშრომლობას განქორწინების შემდეგაც გააგრძელებენ.

პანდემიისთვის მომზადების აუცილებლობაზე ბილ გეიტსი წლებია საუბრობს; 2015 წელს კონფერენციაზე TED მან ისაუბრა სიკვდილიანობის შემზარავ მაჩვენებლებზე, რისი გამოწვევაც, ზოგადად, პანდემიებს შეუძლია.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ბილ გეიტსმა მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ვაქცინებზე მუშაობისათვის უკვე გაიღო 250 მილიონი დოლარი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close