ქართველები უცხოეთშიხელოვნება

14 წლის ემიგრანტის, პაპუნა დეკანოიძის წარმატება გერმანულ საბავშვო „ვოისში“ (ვიდეო)

გერმანიაში მცხოვრებმა 14 წლის პაპუნა დეკანოიძემ 2021 წლის გერმანულ საბავშვო „ვოისში“ მიიღო მონაწილეობა და დიდ წარმატებას მიაღწია.

მან ბრმა ქასთინგზე ჯერ სამი მწვრთნელი შემოატრიალა, შემდეგ კი რინგზე „აეროსმიტის“ სიმღერა Dream On ყველაზე კარგად შეასრულა, ორ თანატოლს აჯობა და მწვრთნელმა იგი მომდევნო ეტაპზე – ნახევარფინალში გადაიყვანა.

პაპუნამ ეს ეტაპიც წარმატებით გადალახა და 25 აპრილს უკვე ფინალში კელი კლარკსონის  Because Of You იმღერა.

კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული 15 წლის გერმანელი მომღერალი – ეგონი (Egon) გახდა, რომელმაც ფინალში შეასრულა გერმანელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის, იოჰანეს ოერდინგის (Johannes Oerding) სიმღერა Blinde Passagiere.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close