fbpx
მედიცინაnews

BIONTECH-ი აცხადებს, რომ მისი ვაქცინა ინდური შტამის წინააღმდეგ „მუშაობს“

BioNTech-ი  „კმაყოფილია“ თავისი ვაქცინის ეფექტიანობით კორონავირუსის ინდური ვარიანტის წინააღმდეგ. ამის შესახებ „ლე პარიზიენი“ წერს.

BioNTech-ის ლაბორატორიის დამაარსებელმა და დირექტორმა უღურ შაჰინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილი ვაქცინა კორონავირუსის ინდური ვარიანტის წინააღმდეგ „მუშაობს“ (როგორც ცნობილია, სწორედ BioNTech-ის ლაბორატორიაში შეიქმნა ამერიკულ-გერმანული კომპანიების, „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ერთობლივი წარმოების ვაქცინა, რომელიც უფრო ცნობილია „ფაიზერის“ სახელით).

კვლევები ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს, „ინდური ვარიანტი წარმოადგენს მუტაციებს, რომლებიც უკვე შევისწავლეთ და რომელთა წინააღმდეგაც ჩვენი ვაქცინა მოქმედებს, რითაც კმაყოფილები ვართ“, – განაცხადა უღურ შაჰინმა პრესკონფერენციაზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close