კრიმინალი

არსებული ინფორმაციით, „ავლაბრის“ მეტროს მიმდებარედ „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა (ვიდეო)

თბილისში, „ავლაბრის“ მეტროს მიმდებარედ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი.

მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, მეტროსადგური „ავლაბარი“ ამ დროისთვის დაკეტილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close