ვიდეოქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

საქართველოს საელჩო საბერძნეთში მყოფ ქართველ ახალგაზრდებს მიმართავს (ვიდეო)

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში თავის ფეისბუქგვერდზე მიმართვას აქვეყნებს:

„ძვირფასო თანამემამულეებო, შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2021 წლის საკონკურსო შერჩევა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 5 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: http://e.gov.ge/BQvVe“

საქართველოს ელჩი დავით დონდუა ვიდეომიმართვაში მოუწოდებს საბერძნეთში მყოფ ქართველ ახალგაზრდებს, გააქტიურდნენ, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, რათა უკეთ გააცნონ ბერძნებს ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა, თანამედროვეობა… მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე საუბრობენ 2019 და 2020 წლების კონკურსების გამარჯვებულები, ახალგაზრდა ელჩები – ლიკა ჯანელიძე და კონსტანტინა დოლიძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close