ქართველები უცხოეთშისაქართველო

საზღვარგარეთ ქართული დიასპორის მხარდასაჭერად საგარეო უწყება 3 საგრანტო კონკურსს აცხადებს

დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის 2021 წლის შესარჩევი კონკურსი დაიწყო. ამის შესახებ დღეს, 5 აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.

გამარჯვებულები კონკურსის წესით გამოვლინდებიან სამი მიმართულებით:

1. საგრანტო კონკურსი – „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“. პროგრამა წელს პირველად, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკორული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები. კონკურსში შემოტანილი პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე. http://e.gov.ge/YObzD

 დანართები:

საგრანტო პროექტის საკონტაქტო პირებია: დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს ატაშე თამარ ჩხაიძე: მობ.: +995 577 76 87 68. (დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი +995 595 96 40 00).

2. „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამის 2021 წლის საკონკურსო შერჩევა – აღნიშნული პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. http://e.gov.ge/ElNPr

აღსანიშნავია, რომ „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამას საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი 1 წლის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს ინდივიდუალურად ან საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესთან ერთად.

საგრანტო განაცხადების მიღება განხორციელდება 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე – [email protected]

დანართები.

  1. პროგრამის აღწერილობა;
  2. განაცხადის ფორმა;
  3. ხარჯთაღრიცხვის ფორმა.

საგრანტო პროექტის საკონტაქტო პირებია: დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს მრჩეველი, ეკატერინი კუპატაძიდუ: მობ.: +995 551 080 060. (დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი +995 595 96 40 00).

3. საგრანტო პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2021 წლის საკონკურსო შერჩევა – 2021 წელს „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება მსოფლიოს 30 ქვეყანაში. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით 2018 წლიდან ახორციელებს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენის ვადაა 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით. http://e.gov.ge/BQvVe

  • მიმდინარე, 2021 წელს, პროგრამის ფარგლებში, „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება მსოფლიოს 30 ქვეყანაში (1. ავსტრიის რესპუბლიკა; 2. აზერბაიჯანი; 3. ამერიკის შეერთებული შტატები; 4. ბელარუსი 5. ბელგიის სამეფო; 6. ბულგარეთი; 7. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; 8. დანია; 9. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; 10. ესპანეთის სამეფო 11. ესტონეთი;  12. თურქეთის რესპუბლიკა; 13. იაპონია; 14. ირლანდია; 15. ისრაელის სახელმწიფო; 16.  იტალიის რესპუბლიკა; 17. ლატვია; 18. ლიეტუვა; 19. ნორვეგია; 20. ნიდერლანდების სამეფო; 21. პოლონეთის რესპუბლიკა; 22. საბერძნეთის რესპუბლიკა; 23. სამხრეთ აფრიკა; 24. საფრანგეთის რესპუბლიკა; 25. უკრაინა; 26.  უნგრეთი;  27. შვედეთის სამეფო; 28. შვეიცარია; 29. ჩინეთი; 30.  ჩეხეთის რესპუბლიკა);
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლის ჩათვლით საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სასურველია ჰქონდეს  ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის, პროექტების მართვის და  ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • „ახალგაზრდა ელჩებს“ სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის სააგენტოსა და  მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD)   წარმომადგენლების შემადენლობით;
  • განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება ხდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:  [email protected]

წარსადგენი დოკუმენტები:

  • შევსებული საკონკურსო განაცხადი;
  • სამოქმედო გეგმა;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ფოტოსურათი;
  • CV ქართულ ენაზე;
  • საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (სასწავლო ვიზა, ცხოვრების ნებართვა და სხვა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ცნობა მუშაობის უფლების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • რეკომენდაციები, სერტიფიკატები, დიპლომები და სხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით, საქართველოში (ან ონლაინ ფორმატში, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით) გაიმართება ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც, „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და სამოქმედო გეგმას.

დანართები:

  1. პროგრამის აღწერილობა;
  2. განაცხადის ფორმა.

საგრანტო პროექტის საკონტაქტო პირებია: დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს მესამე მდივანი თამარ კობახიძე მობ.: +995 592 80 46 55. (დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი +995 595 96 40 00).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close