პოლიტიკასაქართველო

კახა კალაძე საავადმყოფოდან სახლში გაწერეს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კლინიკიდან გაეწერა, სადაც 26 მარტს მოათავსეს გამოკვლევებისათვის. როგორც ცნობილია, მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.

კალაძის განცხადებით, ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, თუმცა ჯერჯერობით მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

„…მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მადლობას ვუხდი ექიმებს, ექთანს, ვინც ჩართული იყო ჩემს გამოჯანმრთელებაში. აქვე მინდა დავასახელო რამდენიმე ექიმი – ბატონი ზურაბ ფაღავა,  მამუკა ბოკუჩავა, ეკატერინე ხარხელი, ძალიან დიდი მადლობა მათ. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში, სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა“, – დაწერა კახა კალაძემ თავის ფეისბუქგვერდზე.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, დედაქალაქის მერის თქმით, ამ საკითხზე რამდენიმე დღეში ისაუბრებს.

„თვითმმართველობის არჩევნებსა და კანდიდატებზე, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დავუბრუნდები სრულფასოვნად ჩემ საქმიანობას, გვექნება ძალიან დიდი დრო ვისაუბროთ. ყველაფერს გეტყვით ჩემ დამოკიდებულებასა და ხედვებზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close