მსოფლიოსაზოგადოება

რომის პაპმა წელსაც ქართული ხატის წინაშე აღასრულა სააღდგომო ლიტურგია

კათოლიკური აღდგომის სადღესასწაულო მსახურებამ ვატიკანში, ისევე როგორც შარშან, წელსაც, პრაქტიკულად, მრევლის გარეშე ჩაიარა. წმინდა პეტრეს ტაძარში მორწმუნეებისთვის განკუთვნილი სავარძლები ცარიელი იყო. ღვთისმსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები ესწრებოდნენ, თუმცა პაპმა ფრანცისკემ სააღდგომო ღვთისმსახურება ტრადიციული რი­ტუ­ა­ლის სრული დაცვით შეასრულა.

ამ რი­ტუ­ა­ლის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნაწილი ქრის­ტეს ხელ­თუქ­მნე­ლი (Acheiropoetia) ხატის თაყვანისცემაა. ხატ­ზე მკვდრე­თით აღ­მდგა­რი უფა­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი. რი­ტუ­ა­ლი მე-14 საუკუნიდან იღებს სატავეს. მისი აღ­ნიშ­ვნის ტრა­დი­ცია 2000 წელს რო­მის პაპ­მა იო­ა­ნე პავ­ლე მე­ო­რემ აღად­გი­ნა.

სწორედ მისი სურვილი იყო, რომ ხატი ქართულ სტილში ყოფილიყო შესრულებული და მისივე დაკვეთით ის ქარ­თვე­ლმა ხატმწე­რმა ამი­რან გოგ­ლი­ძემ შეიქ­მნა. ხატის პე­რან­გი იტა­ლი­ე­ლე­ბის ნა­მუ­შე­ვა­რია.

ერთ-ერთ ინტერვიუში ამირან გოგ­ლი­ძემ პაპ იო­ა­ნე-პავ­ლე მე­ო­რესთან შეხვედრა და ხატის შექმნის ისტორია გაიხსენა:

„პაპ იოანე-პავლე მეორეს  თბილისში შევხვდი და ეს იყო წარმოუდგენელი შეგრძნება. მართლმადიდებლური მაცხოვრის ხატი იყო ადრინდელი პერიოდისა, რომელსაც ხელთუქმნელად მიიჩნევდნენ. ნახეს, შეისწავლეს, ნახატი რა შინაარსის იყო, როგორი საღებავებით შესრულებული. ვინაიდან პაპს ჩემს რამდენიმე მინიატურულ ნამუშევარზე უკვე ჰქონდა წარმოდგენა, ორიენტაცია ქართული ხატის მაგალითზე აიღეს. მკითხეს, თუ დრო და შესაძლებლობა გაქვთ, რომ დახატოთო. ვუპასუხე: ჯერ უწმიდესისგან ავიღებ კურთხევას, თუ მაკურთხებს, რომ შევასრულო, შევასრულებ-მეთქი. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეკვეთა, რომელიც სამ თვეში დაიხატა. დაფას გამოსახულებაც აღარ შერჩენოდა, მხოლოდ ფონები იყო ალაგ-ალაგ, ცოტ-ცოტა საღებავები. ამიტომ თავიდან დაიხატა. პერანგი კი თვითონ იტალიელების მიერ გაკეთდა ვერცხლში მოოქრული. პირველი ხატია, რომელსაც ყოველწლიურად აღდგომისთვის გამოაბრძანებენ მოედანზე და ლოცვას აღავლენენ“.

2000 წლიდან, ყოველ აღდგომა დღეს რომის პაპი ამ ხატის წინაშე აღასრულებს სააღდგომო ლიტურგიას.

ეს ვიდეო კი 2016 წელსაა გადაღებული.

ამი­რან გოგ­ლი­ძემ პა­პის­გან აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე დასასწრებად სპეციალური მიწვევაც მიიღო.

„რომ ჩავედი, სხვადასხვა ფერის მოსაწვევებს არიგებდნენ. მე სპეციალური მოსაწვევი გადმომცეს, რაც ყველას ძალიან გაუკვირდა, იმიტომ რომ მთელი პეტრეს ტაძარი გავიარე და საკურთხეველში პაპის უკან დავჯექი. საკურთხეველში რომ შევედით, ერთმა მონაზონმა ჩამოსულ სტუმრებს თითით მიუთითა ჩემზე, ეს ხატი მისი დახატულიაო. გაგიჟდნენ, ფეხზე ადგნენ და ტაშს მიკრავდნენ. მესის მერე ავედი და ხბოს ტყავზე შესრულებული მინიატურა ვაჩუქე პაპს. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, კოპწია, მკვირცხლი მოხუცი. კარდინალთან წარმადგინა. მერე ქართულად ერთი-ორი წინადადება თქვა, აღდგომა მომილოცა“, – იხსენებს  ხატმწერი ჟურნალ „თბილისელებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამი­რან გოგ­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ ჯერ სა­მე­ბის ტაძ­რის მთა­ვა­რ მხატ­ვრად დაადგინა, შემ­დეგ კი მხატ­ვარ­თუ­ხუ­ცე­სის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა. ამი­რან გოგ­ლი­ძე დღეს მსოფლიო მხატვართუხუცესთა ხუთეულშია შესული.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close