იტალიასაზოგადოება

იტალიაში 34 წლის ქალი ბებია გახდა

ახალშობილს 5 ბებია ჰყავს

34 წლის პამელა ჯერარდი მარსალიდან (ტრაპანის პროვინცია, სიცილია) 30 მარტს ბებია გახდა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. მისი პირველი შვილიშვილი, ნიკოლო, მარსალის პაოლო ბორსელინოს საავადმყოფოში დაიბადა.

„როდესაც გავიგე, რომ ბებია უნდა გავმხდარიყავი, უცნაური გრძნობა დამეუფლა, ჩემი ასაკის გათვალისწინებით და გარდა ამისა, თავად მყავს კიდევ 3 წლის  შვილი… მაგრამ ვფიქრობ, რომ უმჯობესია მალე იყოლიო შვილები. სასიამოვნოა ახალგაზრდა ასაკში მშობელი რომ ხდები, ბავშვებს დიდი ენერგია სჭირდებათ“, – ამბობს ქალი.

თავის პოსტში „ნონნა პამელა“ (იტ. პამელა ბებია) მადლობას უხდის ექიმებს, რომლებმაც მის უფროს ქალიშვილზე, მიშელ პელერინოზე იზრუნეს. „ისინი ფატასტიკურები არიან“, – წერს ახალბედა ბებია.

მიშელი და პატარა ნიკოლო სამშობიაროში. ფოტო: Facebook

მისი უფროსი ქალიშვილი, მიშელი მხოლოდ 16 წლისაა.

ახალშობილ ნიკოლოს პამელას გარდა კიდევ 4 ბებია ჰყავს: პამელას 58 წლის დედა, პამელას 80 წლის ბებია, მამის მხრიდან კი –  მამის დედა და მამის ბებია.

„ჩემი დიდი ბებია 2 წლის წინ გარდაიცვალა, თორემ ნიკოლოს 6 ბებია ეყოლებოდა“, – ამბობს 34 წლის ქალი, რომელსაც ბებიის სტატუსი არ აშინებს: „ბებიობა არ ნიშნავს, რომ მოხუცი ხარ“.

„ის თოჯინაა. შეყვარებული ბებია ვარ… ბავშვები – ღვთის საჩუქარია“, – უთხრა პამელა ჯერარდიმ „კორიერე დელა სერას“ კორსპონდენტს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close