ლიტერატურა/წიგნებისაქართველო

„დედამიწას სიყვარული ატრიალებს!“ – გურამ დოჩანაშვილი, რომელიც „ჩვეულებრივი ადამიანი გვეგონა“

„ყველგან მოყვარულია, ყველგან „ხულიგანია“, ყველგან კვიმატია; ეს კაცი ჩვენი განსაკუთრებული განძი, ჩვენი ოქროს ფონდია. საოცარია, რომ ცოცხალი გვყავს, ვიცნობთ, ვესაუბრებით და ჩვეულებრივი ადამიანი გვგონია“, – ამბობდა მასზე ლევან ბერძენიშვილი.

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს უკვე მარადისობას შეუერთდა…

გურამ დოჩანაშვილის ბოლო ინტერვიუ:

ესეც გურამ დოჩანაშვილია:

„ერთ დროს მეც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და. ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის ინი­ცი­ა­ტი­ვით პირ­ვე­ლი უფა­სო სა­სა­დი­ლო რომ გა­იხ­სნა, მეც მივ­დი­ო­დი ხოლ­მე. იქვე არ ვჭამ­დი, მაგ­რამ სუფ­რა­ზე საჭმელი რომ დარჩებოდათ, ვი­ღებ­დი, ვახ­ვევ­დი და შინ მომ­ქონ­და. ვი­ღა­ცას რომ და­ე­ნა­ხა, იფიქ­რებ­და, ეს ღორმუცელა ვინ არისო, არა­და, ჩემ­თვის კი არ მინ­დო­და, ცოლ-შვი­ლის­თვის მიმ­ქონ­და – ჩემს ქალიშვილს ძმა ჰყავდა გარდაცვლილი, ჩემს ცოლს – შვილი და ასე მაინც ხომ უნდა დავხმარებოდი!“

ჩემს ბავ­შვო­ბა­შიც დიდი გა­ჭირ­ვე­ბის წლე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ. 1939 წელს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და 3-4 წლის ასაკ­შიც ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯა­ხებს პუ­რის ფული არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ სულ გვინ­დო­და ერ­თმა­ნე­თის­თვის სი­კე­თე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და ამან მოგ­ვიყ­ვა­ნა დღემ­დე. მა­შინ, ომის დროს, ერ­თმა­ნე­თის, მა­პა­ტი­ეთ და, ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბა არ იყო, ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, ახ­ლან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი რას ვუ­ყუ­რებთ? – ვინ ვის უკბი­ნოს, შე­ჭა­მოს, და­აქ­ცი­ოს, ცუდი თქვას, ეს პარ­ტია კარ­გია, ის ცუდი… სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. რა პარ­ტია, რის პარ­ტია, რა შუაშია პარტია!

არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­დეს?! ციხე შიგ­ნი­დან ტყდე­ბაო, ზუს­ტად ჩვენ­ზეა ნათ­ქვა­მი. უცხომ რომ აგი­ღოს, და­გი­პყროს, ეს კი­დევ სხვა არის, მაგ­რამ დღეს სა­ქარ­თვე­ლო უფრო მე­ტად შიგ­ნი­დან ტყდე­ბა, ვიდ­რე უცხო მტრის­გან. ექიმ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ამ­ბავს ვერ ვუ­ყუ­რებ, რა­ებს ამ­ბო­ბენ! ადა­მი­ა­ნე­ბი გა­დაგ­რე­ვენ – ყვე­ლა­ფერს რა­ღაც უარ­ყო­ფითს უძებ­ნი­ან, არა­ფე­რი მოს­წონთ, ყვე­ლას ლან­ძღა­ვენ და ჰგო­ნი­ათ, ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი არი­ან. ხალ­ხსაც ჰგო­ნია, რაკი არა­ფე­რი მოს­წონთ, მარ­თლა მაგ­რე­ბი არი­ან! მაგ­რე­ბი კი არა, ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბი არი­ან და უნ­დათ ყვე­ლა­ნი ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ! უდი­დე­სი გერ­მა­ნე­ლი მწე­რა­ლი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი თო­მას მანი ამ­ბობ­და, ნე­ტავ ჰერ­მან ჰე­სე­სა­ვით ვწე­როო (ჰერ­მან ჰესე კი ავ­სტრი­ე­ლია, მაგ­რამ გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მწე­რა­ლია, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი)! თა­ვად ბუმ­ბე­რა­ზი მწე­რა­ლი ამ­ბობ­და მე­ო­რე ბუმ­ბე­რაზ­ზე. ჩვენ­თან კი რა ხდე­ბა? იმის ნაც­ვლად, ერ­თმა­ნეთ­ში კარ­გი ეძე­ბონ, ერ­თმა­ნეთს გა­უ­თა­ვებ­ლად ლან­ძღა­ვენ. ჩვენ­თან, იცით, რამ­დე­ნი ცრუ­პატ­რი­ო­ტია? მგო­ნი, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი ცრუ­პატ­რი­ო­ტი მო­დის, ვიდ­რე ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტი“.

გურამ დოჩანაშვილი

ამონარიდი ჟურნალი „ცისკრიდან“

„დოჩანაშვილი საოცარი მწერალია, მისი ნაწარმოებები შეგიძლიათ იკითხოთ არა მხოლოდ რომან-რომან, ან მოთხრობა-მოთხრობა, არამედ ალაგ-ალაგ, სხვადასხვა ნაწარმოებიდანაც კი, რადგან მისი მთავარი ხაზი, სიყვარულის იდეა, არსად დაგეკარგებათ“. ლევან ბერძენიშვილი

  • ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს.
  • სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი… შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი…
  • იმ ძნელ ხეს სულში ამოყვანა უნდა, ადამიანებო, თქვენს კლდოვან სულში.
  • არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი…
  • ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის… მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.
  • -ხო. დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.
  • სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს, არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი – აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე – სიცოცხლეა… მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე სიკვდილი რომ არ იყოს.
  • ერთი იცოდე, დომენიკო: ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრე ეს.
  • ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე.
  • ისიც იცოდე, ვერანაირ ტყუილს ვერ მოიგონებ, სადმე სხვაგან რომ არ არსებობდეს.
  • ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე.
  • დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.
  • ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი.
  • ჩვენ ყველასა გვაქვს რაიმე დაფარულის აღმოჩენის წრიალა სურვილი.
  • მაგრამ, იცოდეთ, – უპატრონო საფლავები არ არსებობენ, რადგანაც მიწა ყველასია.
  • ჩემი პრობლემა ძალიან რთულია და თუ გაინტერესებთ, მოგახსენებთ კიდეც: მე მინდა, რომ ჩემი ხელშეწყობით ადამიანები გახდნენ უკეთესები, ვიდრე არიან, რა თქმა უნდა, ყველას კი არ ვგულისხმობ; ეს მხოლოდ ჩემს ნაცნობებს შეეხება, ყველას სად გავწვდები, მაგრამ ეს რთულია, – ჰეე, როგორი რთული. ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ – კარგი.
  • შეხედავ კაცს – მოგეწონება, გაიცნობ – მოგეწონება, დაგელაპარაკება – მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ – უიმე, მტრისას… შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და… პირიქითაცაა: შეხედავ – აგბურძგლავს, გაიცნობ – დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს – დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და… არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია – არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ – კარგია, გაიხედავ – ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ – ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ – მაინც ცუდი… წარმოგიდგენია? – ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც…
  • ცხოვრებაში ძალიან ძნელია, კაცი რომ გამოიცნო, ლიტერატურაში კი, იცოცხლე, გაგიხარია – გმირი ან ცუდია, ან კარგი. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უმცირესობაა მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი, უმრავლესობა კი ცუდ-კარგია… ასეთია შინაარსობრივად ჩემი აზრი, ამ ცუდ-კარგებს კი მოფერება უნდა, გაგება უნდა, დაყვავება; გაწყრომაც კი უნდა ხანდახან, დარიგებაც – მთავარია, უშუალო იყო. გაპრანჭულ ხალხს ვერ ვიტან, ის რა კაცია, სანამ პასუხს გაგცემს, ჯერ გუნებაში რომ აწონ-მოწონის და მერე ვერცხლის ლანგრით ჭკვიანურ პასუხს მოგართმევს – იმისი სიტყვა სხვაა, ის არაა ნამდვილი სიტყვა.
  • მთავარია ძიება, დაკვირვება და პირდაპირობა.
  • იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება.
  • – თანხაზე აგებული მეგობრობა თანხასავით ადვილად დაიწვება, – განმარტავდა გრიშა.
– ბიჭო! ფულზე იქნება მეგობრობა აგებული, აპა, ლამაზი თვალებისათვის კი არ მეგობრობს ხალხი!
ელაპარაკე ახლა ასეთ კაცს!

– მე რომ სამიოდე წლით ადრე დავბადებულიყავი და იმ თქვენი ვაიმეგობრების ნაცნობი ვყოფილიყავი, თქვენ რომ ფულს იშოვიდით, გაგეცლებოდით, ხოლო როცა გაკოტრდებოდით, დაგიახლოვდებოდით და მიგახვედრებდით, რომ ფული არაა ყველაფერი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close