მსოფლიოსაზოგადოება

რომის პაპი – პანდემიის ამ ბნელ თვეებში მოდით, მოვუსმინოთ ღმერთს, რომელიც ყველაფრის თავიდან დაწყებას გვთავაზობს და მოგვიწოდებს, არასდროს დავკარგოთ იმედი

კათოლიკური ეკლესია ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

რომის პაპმა აღდგომის დღესასწაულის წინ გამართული ღვთისმსახურების დროს იმედი გამოთქვა, რომ „პანდემიის ბნელი დრო დასრულდება და ხალხი ყოველდღიურ ცხოვრების მადლს კვლავ აღმოაჩენს“.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურის სააღდგომო ღვთისმსახურებას, ისევე როგორც შარშან, წელსაც მორწმუნეთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრო. პონტიფიკოსის ქადაგება შედარებით ადრე დაიწყო, რათა მოქალაქეებს რომში მოქმედი კომენდანტის საათი არ დაერღვიათ.

„პანდემიის ამ ბნელ თვეებში მოდით, მოვუსმინოთ ღმერთს, რომელიც ყველაფრის თავიდან დაწყებას გვთავაზობს და მოგვიწოდებს, არასდროს დავკარგოთ იმედი“, – განაცხადა ქადაგების დროს პაპმა ფრანცისკემ.

მან მოუწოდა მორწმუნეებს, იზრუნონ იმ ადამიანებზე, რომლებსაც დღეს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close