მიგრაციადასაქმება

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას საქართველოდან კიდევ 5000 მოქალაქე შეძლებს

გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს მიერ 31 მარტს განახლებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას საქართველოს 5 000 მოქალაქე შეძლებს, რაც წინა რაოდენობას ათჯერ აღემატება.

სამინისტროს თქმით, კვოტა ქართული მხრიდან არსებული დიდი ინტერესის გამო გაიზარდა.

2020 წლის იანვარში, ორი ქვეყნის დასაქმების სააგენტოებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს 2021 წლის 15 თებერვლიდან საშუალება მიეცათ გერმანიაში 3 თვით სეზონურ სამუშაოებზე გასამგზავრებლად რეგისტრაცია გაევლოთ.

მას შემდეგ, სპეციალურად შექმნილ ვებპორტალზე, გავრცელებული ინფორმაციით, 90 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. საქართველოს მოქალაქეების პირველი ნაკადი გერმანიაში მაისში ჩავა.

დასაქმების პროგრამისა და პროცედურების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

civil.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close