მიგრაციასაქართველო

საბერძნეთის ელჩი – ვიმედოვნებთ, ქუთაისიდან ივნისში რეგულარულ რეისებს დავიწყებთ

სტატისტიკურად საქართველოდან საბერძნეთში ჩამომსვლელთა დიდ რაოდენობას დიასპორის წევრები წარმოადგენენ

საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი იმედს გამოთქვამს, რომ ბერძნული ავიაკომპანიები მალე შეძლებენ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენის აღდგენას და ივნისიდან შესაძლებელი იქნება ორ ქვეყანას შორის რეგულარული მიმოსვლა.

Forbes-თან ინტერვიუში დიპლომატი ასევე გამოეხმაურა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს განვითარებულ მოვლენებს. როგორც ცნობილია, საბერძნეთი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველო საზღვარს უპირობოდ გაუხსნიდა, თუმცა საბერძნეთი სიის მიღმა დარჩა.

„რაღაც მოხდა. ჩვენ ვცდილობდით გაგვეგო, რა მოხდა ქართულ მხარეს. შედეგი იყო ის, რომ ჩვენს ავიაკომპანიებს არ აუნთეს მწვანე შუქი. იყო შეზღუდვები საბერძნეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით ფრენებზე. ჩვენ მხოლოდ ჩარტერულ რეისებზე ვიყავით დამოკიდებული. თვეში ერთი რეისი სრულდებოდა. ახლა საქართველო დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმს და ვიმედოვნებთ, რომ ქუთაისიდან აღვადგენთ ფრენებს. ივნისიდან კი რეგულარულ რეისებს დავიწყებთ.

სტატისტიკურად საქართველოდან საბერძნეთში ჩამომსვლელთა დიდ რაოდენობას დიასპორის წევრები წარმოადგენენ. პანდემიის გამო მათ ჩამოსვლა არ შეეძლოთ. საუბარია საკმაოდ დიდ ქართულ დიასპორაზე საბერძნეთში, რომელთაც უკვე ერთ წელზე მეტია არ შეუძლიათ ქვეყნებს შირის რეგულარული მიმოსვლა. ვიცი, რომ მათ დიდ ნაწილს აქ ოჯახები ჰყავს, ასევე ოჯახები ჰყავთ საბერძნეთში. ამიტომაც საბერძნეთიდან აქ ჩამომსვლელების დიდ ტალღას ველოდებით და პირიქითაც, საქართველოდან საბერძნეთში. მათ შორის იქნებიან ტურისტებიც. ახლა საბერძნეთში მოგზაურობა მარტივი არაა. ჩვენ პანდემიის მეორე ტალღა გვქონდა, თუმცა ვაქიცნაციის პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს“, – ამბობს კარაბალისი.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close