fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ლონდონში გასულ ერთ დღეში COVID-19-ის გამო არავინ გარდაცვლილა – პირველად ბოლო 6 თვის განმავლობაში

ბოლო ექვს თვეში პირველად, ლონდონში COVID-19-ით გარდაცვალების დღიური ნულოვანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინგლისის ჯანდაცვის სამინისტროს (PHE) 28 მარტის განცხადებაშია ნათქვამი, რომლის თანახმადაც, იმ ადამიანებში, რომლებსაც ბოლო 28 დღის განმავლობაში დაუდასტურდათ კორონავირუსი, გასული 24 საათის განმავლობაში არავინ გარდაცვლილა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ეს პირველი შემთხვევაა სექტემბრის შემდეგ, როდესაც კორონავირუსის დღიურ სტატისტიკაში გარდაცვალების ფაქტების ნულოვანი მაჩვენებელია.

გასული წლის აპრილში, პანდემიის პიკის დროს, ლონდონში COVID-19-ის გამო ყოველდღიურად დაახლოებით 230 ადამიანი იღუპებოდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში, კორონავირუსის მორიგი ტალღის აფეთქებისას, ვირუსს ყოველდღე 200-ზე მეტი ადამიანი ეწირებოდა.

რაც შეეხება ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას, 28 მარტს 402 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, მთლიანობაში კი ამ პერიოდისთვის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 710 229-ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან 28 მარტამდე ლონდონში კორონავირუსით ინფიცირების გამო 14 755 ადამიანი გარდაიცვალა.

მთლიანად დიდ ბრიტანეთში კი, ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის რუკის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი ტიპის  კორონავირუსის 4 მლნ 350 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 126 834 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close