მსოფლიოსაზოგადოება

კენიაში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის 99 წლის ბებია გარდაიცვალა

სარა ობამა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ბებია, დასავლეთ კენიაში გარდაიცვალა 99 წლის ასაკში. ამის შესახებ AFP-ს მისმა ქალიშვილმა მარსატ ონიანგომ აცნობა. 

შვილის თქმით, ქალი კვირის განმავლობაში თავს ცუდად გრძნობდა, თუმცა Covid-19-ზე ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. მისივე ინფორმაციით, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა მათ თანაგრძნობა გამოუცხადა.

სარა ობამა, რომელსაც „დედა სარას“ ეძახდნენ, ერთი ჩვეულებრივი ქალი იყო, თუმცა იგი მთელმა ქვეყანამ გაიცნო და მისი მოკრძალებული ფერმა ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა 2008 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა მისი ქმრის შვილიშვილი ბარაკ ჰუსეინ ობამა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა.

სარა ობამა 1922 წელს დაიბადა ტბა ვიქტორიას ნაპირთან მდებარე სოფელში და ბარაკ ობამას პაპის, ჰუსეინ ონიანგო ობამას მესამე ცოლი იყო.

ჰუსეინ ობამა, რომელიც 1975 წელს გარდაიცვალა, პირველი მამაკაცი იყო სოფელში, რომელმაც შარვლის ტარება დაიწყო თხის ტყავის ნაცვლად. იგი ბრიტანულ ომში მონაწილეობდა ბირმაში და ომიდან გრამაფონითა და თეთრკანიანი ქალის სურათით დაბრუნდა, რომელიც, როგორც თავად ირწმუნებოდა, ცოლად შეირთო.

მართალია, გარდაცვლილ 99 წლის სარა ობამასა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს შორის სისხლით ნათესაობა არ არსებობდა, ობამა მას ყოველთვის „ბებიას“ ეძახდა და აშშ-ის პრეზიდენტის რანგში კენიაში ვიზიტის დროს მას თავისი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა ნაირობიში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close