fbpx
newsსაქართველო

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

მედპერსონალთან ერთად აცრა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც ექნებათ არჩევანის საშუალება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ პრეპარატებს შორის.

ვაქცინები უკვე მიიტანეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. „ფაიზერის“ ვაქცინას შენახვის განსხავავებული პირობები სჭირდება – ის მინუს 75 გრადუსზე ინახება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ვაქცინები უკვე განაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც „ფაიზერით“ პირების იმუნიზაცია უნდა მოხდეს. ესენია: ოთხი კლინიკა თბილისის მასშტაბით, ერთი – ქუთაისის კლინიკა, ერთი კი – ბათუმის.

„ფაიზერის“ ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით 25 მარტს, 12:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პრესკონფერენციას გამართავენ.

ვაქცინების პირველი პარტია – „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა საქართველომ 13 მარტს მიიღო. აღნიშნული წარმოების ვაქცინის დამატებითი 86 400 დოზა ქვეყანაში აპრილში უნდა ჩამოვიდეს. პრეპარატების მოწოდებაში საქართველოს „იუნისეფი“ ეხმარება.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close