საბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

ორი ძალიან კარგი სიახლე საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი პაატა სიმსივე ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს.

ორი ძალიან კარგი სიახლე გვაქვს:

პირველი სიახლე: ვინც ამჟამად არალეგალი ხართ, თუმცა ამტკიცებთ საბერძნეთში ცხოვრების 7 წელს, მალე ყველა შეძლებთ შეიტანოთ საბუთები ზედმეტი ბიუროკრატიის და წვალების გარეშე.

გაითვალისწინეთ, რომ ვისაც 15 აპრილის მერე გქონდათ რანდევუ „7 წლიანებზე“, ათენში თუ ათენს გარეთ, ყველა ითვლება გაუქმებულად, რადგან 15 აპრილიდან განცხადებების ჩაბარება მოხდება მხოლოდ ელექტრონული წესით.

14 აპრილის ჩათვლით ვისაც გაქვთ რანდევუ, მათ შორის, ჩემს კლიენტებსაც, ყველა ძალაშია და განხორციელდება გეგმურად.

ელექტრონული წესით ჩაბარება ნიშნავს იმას, რომ წინასწარ მზად უნდა გქონდეთ ყველა საბუთი და, რაც ყველაზე მთავარია, გაამზადეთ მინდობილობები და გზავნილები (ან ის დოკუმენტები, რომლებითაც 7 წელს ამტკიცებთ), რომ ბოლო მომენტში არ მოგიწიოთ მათ ასაღებად ნერვიულობა!

რა არის ამ სიახლის უარყოფითი მხარე?

ის, რომ ათასობით ადამიანს მიეცემა საშუალება, მასობრივად შეიტანოს საბუთები უწყებებში, რომლებიც ამდენი საქმის სწრაფად დამუშავებას ვერ მოასწრებენ და, შესაბამისად, ბინადრობის უფლების გამოსვლაც დააგვიანებს.

რა არის გამოსავალი?

მოთხოვნები დამუშავდება მიმართვის თარიღის მიხედვით (ბერძ. κατά σειρά χρονικής προτεραιότητας). შესაბამისად, ვინც მალე გააკეთებს განცხადებას, მისი საბუთიც უფრო მალე გამოვა.

მეორე სიახლე: ვის ბინადრობის ნებართვასაც ვადა გაუვიდა ან გაუვა 01.01.2020-იდან 30.12.2021-მდე, ითვლება გადავადებულად 31.12.2021-მდე.

გადავადების საბუთებს, ისევე როგორც აქამდე, ახლაც უპრობლემოდ გავაკეთებთ სისტემიდან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close