fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ქალს ქმარმა სახეზე დანა დაუსვა, წებო ჩაასხა და 14 დღე დაბმული ჰყავდა – თბილისში მომხდარი საზარელი ამბის დეტალები

ქალს ქმარმა სახეზე დანა დაუსვა, წებო ჩაასხა და 14 დღე დაბმული ჰყავდა – ამის შესახებ დაზარალებული თავად საუბრობს და მომხდარ საზარელ ამბავს დეტალურად იხსენებს.

როგორც აღმოჩნდა, ირმას მეუღლე მისი სისხლით ნათესავია, რის გამოც ოჯახის წევრებმა აიძულეს, პოლიციისთვის არ მიემართა.

„ამის გახსენება ძალიან მიჭირს. სახეზე ჭრილობა მაქვს, რომლის გამოც 14 დღე ვიყავი ჩაკეტილი. მე და ჩემი ყოფილი მეუღლე სოციალურ დახმარებას ვაგვარებდით, რის გამოც ეს უბედურება მოხდა.

​მასზე სოციალური საბუთები არ გავაფორმე და ის არ გახდა უფლებამოსილი. ბარათი უნდა ყოფილიყო მის სახელზე. სოც. მუშაკები რომ მოვიდნენ და მე საბუთზე ხელი მოვაწერე, მათი სახლიდან გასვლა და ჩემი წამება წამიერად მოხდა, რადგან მითხრა, მე ვარ აქ კაცი და ჩემს სახელზე უნდა ყოფილიყო, შენ ქალი ხარ და შენი ადგილი არ იციო. ამის შემდეგ მაგრად მცემა, დანა ამოიღო, რომელსაც მუშები იყენებენ და ეგრევე სახეზე წამისვა, ამის შემდეგ საწოლზე დამაბა. სახლიდან 14 დღე არ გავდიოდი, რადგან ჯაჭვით ვიყავი დაბმული. ჭრილობა ძალიან მქონდა გახსნილი, ვერ ვყვიროდი, ვერ ვლაპარაკობდი. როცა შევძელი, ვიყვირე და მეზობლები ჩამოვიდნენ, ხალხი მოვიდა ხმაზე, ბოქლომი გატეხეს და გამომიყვანეს, ნახევრად მკვდარი ვიყავი.

როცა ჩემი ოჯახის წევრები მოვიდნენ, დედაჩემი, ბებია, ბიძა, ბიცოლა, ყოფილი ქმრის მამა, რომელიც ახლა გარდაცვლილია, მნახეს ასეთ დღეში რომ ვიყავი, იმ სარდაფიდან წამიყვანეს.

მე ისეთ დღეში ვიყავი, პოლიციაში ვერ დავრეკე და არც დამარეკინეს, ბებიაჩემმა ნათესავია, ჩემი ძმის შვილი როგორ უნდა დავაჭერინოო. დედაჩემი არასდროს არაა ჩემს მხარეს. მეუბნებოდნენ, უნდა მოითმინო, ჩვენ ქმრები გვკლავდნენ, მაგრამ ახლა ამხელა ოჯახები გვაქვსო.

შემდეგ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს ჩემი ქმარი. სასამართლომდე მეუბნებოდნენ, რომ ჩვენება არ მიმეცა და შიშის გამო შემდეგ უარს ვამბობდი. 9 თვე იჯდა, შემდეგ გამოვიდა, ახლა ჩვენება მივეცი შვილების გამო, რომ ასეთი ცხოვრება არ ჰქონდეთ. 4 შვილი მყავს, ჩემს 13 წლის გოგოსაც ჩემს მსგავსად ათხოვებდნენ.

ჩემი მეუღლე ჩემი სისხლით ნათესავია, დედაჩემის ბიძაშვილია, 14 წლის ვიყავი, რომ გავყევი. ამ ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი მხოლოდ ბაბუაჩემი იყო, რომელიც 1 წლის წინ გარდაიცვალა. ბებიაჩემი სულ ტუქსავდა, ნუ ერევიო, ხმას ვერ იღებდა.

იცოდნენ, როგორიც იყო, რუსეთში სულ ციხეში იჯდა, ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული, ნიშნობის დღეს თავიც გამიტეხა, ბეჭდები მივაყარე, არ მინდა ეს ნიშნობა-თქო, ბიძაჩემმა – გინდა თავი მოგვჭრა, იძულებული გავხდი გავყოლოდი“, – იხსენებს ახალგაზრდა ქალი „ნანუკას შოუში“.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close