სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეყვარებულს, შარლოტა ელენას მადლობა გადაუხადა

Qatar Open-ის ტურნირის მოგების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს, მადლობა გადაუხადა თავის შეყვარებულს, შარლოტა ელენას, რომელიც ასე წარადგინა: „მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს შეყვარებულს, მწვრთნელს და სავარჯიშო პარტნიორს“.

შარლოტა ელენა ნიკოლოზის ყველა თამაშს დაესწრო და, როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა რომანტიკულზე ბევრად მეტია. შარლოტა თავადაც სპორტსმენი, ჩოგბურთელია და აღმოჩნდა, რომ საყვარელ მამაკაცს წვრთნაშიც ეხმარება.

23 თებერვალს ნიკოლოზ ბასილაშვილი 29 წლის გახდა. შარლოტა ელენამ „ინსტაგრამზე“ ნიკას დაბადების დღეც მიულოცა და დაწერა, რომ ნიკოლოზი ისეთი განსაკუთრებული ადამიანია, ერთი დღე არაა საკმარისი მისი დაბადების დღის აღსანიშნად.

Qatar Open-ზე მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკამ ასე შეაფასა საკუთარი თამაში: „ბოლო ნახევარი წელი სტრესის ქვეშ ვთამაშობდი. ვერ ვახერხებდი სრული კონცენტრაციის თამაშისკენ მიმართვას. ამ კვირაში, როგორღაც მოვახერხე და სტრესულ მომენტებთან გამკლავების გზა ვიპოვე“. შესაძლოა, სწორედ შარლოტას მხარდაჭერა გახდა ის გზა, რომელმაც ქართველ სპორტსმენს გამარჯვებისკენ უბიძგა.

regarder.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close