რას არ გაიგებ/ფაქტები

რატომ შექმნეს ისრაელში „შიშველი“ ქათმის ჯიში?

გეთანხმებით, საშინლად გამოიყურება, თუმცა, როგორც ჩანს, სელექციონერებს დიდი მიზანი ჰქონდათ, რადგან ამ შედეგის მიღწევას 30-წლიანი შრომატევადი მუშაობა დასჭირდა!

სელექციონერების მთავარი მიზანი იყო ფრინველის ისეთი სახეობის გამოყვანა, რომელსაც დაკვლის შემდეგ გაპუტვა არ დასჭირდებოდა.

ქათმის ფერმებში ამ სამუშაოს მანქანები ასრულებენ, თუმცა ამას ტექნიკას შეძენა, მომსახურება და ენერგიით მომარაგება სჭირდება, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

ბუმბულთან დაკავშირებული შრომა და ხარჯი შიშველი ქათმის სახეობის გამოყვანის ერთადერთი მიზეზი არ არის.

ისრაელში ძალიან ცხელი კლიმატია, რაც შინაურ ფრინველს მძიმედ გადააქვს. ქათამმა რომ თავი კომფორტულად იგრძნოს, კარგად იკვებოს და წონაში მოიმატოს, სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით, მიკროკლიმატს უქმნიან. ამის გარეშე ქათმები მადას კარგავენ, წონაში იკლებენ და იღუპებიან.

ბუმბულიანი თანამოძმეებისგან განსხვავებით „ნუდისტი“ ქათმები ახლო აღმოსავლეთის ცხელი ზაფხულის დღეებშიც კი თავს შესანიშნავად გრძნობენ და მათი მფლობელები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების შეძენაზე ფულს ზოგავენ.

ფრინველების ახალი ჯიშის ქათმები კვერცხს დაახლოებით სამ დღეში ერთხელ დებენ, თუმცა ბუმბულის არარსებობის გამო კვერცხების გათბობას და წიწილების გამოჩეკას ვერ ახერხებენ.

სხვათა შორის, სიშიშვლემ ქათმების იმუნიტეტზე დადებითად იმოქმედა – ისინი ბევრად უფრო ჯანმრთელები გახდნენ.

ამ ჯიშის ერთადერთი ნაკლი მისი არცთუ ისე წარმოსადეგი გარეგნობაა. ადამიანს, რომელიც მეფრინველეობისგან შორსაა და ფრინველთა ახალი ჯიშების შესახებ არაფერი იცის, შეიძლება ძალიან შეეშინდეს, თუ სოფლის ორღობეში ასეთი წითელკანიანი მუტანტი შეხვდება, თუმცა ასეთი რამ უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, არ მოხდება – ისრაელის სპეციალისტებს სამუშაოები ჯერ არ დაუსრულებიათ და მათი გაყიდვა არ დაწყებულა.

ამჟამად ისრაელში ახალი ჯიშის ფრინველები მხოლოდ რამდენიმე პატარა ექსპერიმენტულ ფერმაში შეიძლება შეგხვდეთ. უცნაურია, მაგრამ ადამიანებში უბუმბულო ქათამი და უბეწვო კატა სრულიად განსხვავებულ ემოციებს იწვევს. შეხედეთ ამ სფინქსებს – განა ლამაზები არ არიან?

funtime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close