fbpx
საბერძნეთისაგამოცდო თემები

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება საბერძნეთში და საარჩევნო სისტემა

მიმოხილვები საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთა გამოცდისთვის მოსამზადებლად (პოლიტიკური ინსტიტუციები)

ამჯერად გთავაზობთ საბერძნეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საარჩევნო სისტემის მოკლე მიმოხილვას, როგორც ეს მოცემულია საგამოცდო თემებში (თემა 1 და თემა 2), პოლიტიკური ინსტიტუციების (Πολιτικοί Θεσμοί) ნაწილში.

საბერძნეთში საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებენ პარლამენტი და რესპუბლიკის პრეზიდენტი. აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენენ რესპუბლიკის პრეზიდენტი და მთავრობა (Στην Ελλάδα, η νομοθετική λειτουργία ασκείται από τη Βουλή και τον Πρόεδρο της Δημοκρατίας. H εκτελεστική λειτουργία ασκείται από τον Πρόεδρο της Δημοκρατίας  και την Κυβέρνηση).

საბერძნეთის კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ: „მთავრობა წარმოადგენს მინისტრთა საბჭოს, რომელიც შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისგან“ (Το Σύνταγμα ορίζει ότι: «Tην Kυβέρνηση αποτελεί το Yπουργικό Συμβούλιο που απαρτίζεται από τον Πρωθυπουργό και τους Yπουργούς»). პარლამენტის დეპუტატებს ირჩევენ ოთხი წლის ვადით (Η θητεία των βουλευτών έχει διάρκεια τέσσερα χρόνια).

საარჩევნო სისტემა, რომლითაც საბერძნეთში 2019 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, იყო გაძლიერებული პროპორციული (Το εκλογικό σύστημα που εφαρμόστηκε στις βουλευτικές εκλογές του 2019 στην Ελλάδα ήταν ενισχυμένη αναλογική).

2019 წელს საარჩევნო ოლქები საბერძნეთში იყო უფრო მეტი, ვიდრე ქვეყნის ადმინისტრაციული პერიფერიები. გამონაკლისს წარმოადგენდა ევროპის პარლამენტის არჩევნები (Το 2019, οι εκλογικές περιφέρειες στην Ελλάδα -με εξαίρεση τις εκλογές για το Ευρωπαϊκό Κοινοβούλιο- ήταν αριθμητικά περισσότερες, συγκριτικά με τις διοικητικές περιφέρειες της χώρας).

გიორგი ჯანელიძე

მსურველებს საგამოცდო საკითხების ნახვა შეუძლიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე, შემდეგ მისამართზე: https://exetaseis-ithageneia.ypes.gr/#topics

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close