მსოფლიოსაზოგადოება

„გახდით მელანიასავით სექსუალურები“ – მოძღვარი ქადაგების გამო მსახურებას ჩამოაშორეს (ვიდეო)

ამერიკელი ბაპტისტი მოძღვარი მსახურებას ჩამოაშორეს და შვებულებაში გაუშვეს იმის გამო, რომ ერთ-ერთ ქადაგებაში მრევლის ქალ წევრებს გახდომისა და სექსუალურობისკენ მოუწოდა, იუწყება გამოცემა Insider-ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, სიუარტ-ალენ კლერკმა ქალებს მოუწოდა, იზრუნონ გარეგნობაზე, რათა მათი ქმრები „გზიდან არ გადაცდნენ“. ამასთან, პასტორმა ურჩია მრევლს, გახდნენ ისეთები, როგორიც აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მელანია ტრამპია, რომელსაც ის „ყველა დროის ეპიკურ ცოლად“ აფასებს.

„ყველა ქალს არ შეუძლია გახდეს ისეთი ცოლი, როგორიც მელანია ტრამპია. სამწუხაროდ, ყველა ასე ვერ გამოიყურება. რატომ ხდება ასე ხშირად, რომ ქალები, გათხოვების შემდეგ, თავს აღარ უვლიან?“ – დასვა კითხვა პასტორმა ამბიონიდან.

კლარკის ქადაგების ამსახველი ვიდეო ინტერნეტით გავრცელდა და ძალიან მალე იქცა ვირუსულად. აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მოძღვრის ქადაგება ქალთმოძულეობად და შეურაცხმყოფლად აღიქვეს.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ მისურის პირველი ბაპტისტური კონგრეგაციის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომ „პასტორი სტიუარტ-ალენ კლარკი შვებულებაშია გაშვებული“.

როგორც კონგრეგაციაში აღნიშნეს, „კლარკის ქადაგება შეიცავდა სიტყვებს, რომლებიც არ შეესაბამება ბაპტისტების ფასეულობებს. კერძოდ, ბაპტისტებს სწამთ, რომ თითოეული ქალი ღმერთის სახით შეიქმნა და ამიტომაც არიან დასაფასებლები“.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close