fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ბრიტანეთის პრემიერი ბინის რემონტისთვის ფულს ეძებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი საცოლე კერი საიმონდსი ლონდონში, დაუნინგ-სთრითზე მდებარე ბინის რემონტის დაფინანსების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ. ოფიციალური ბიუჯეტი ამისთვის საკმარისი არ არის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

წყვილი, რომელიც ამჟამად სახელმწიფო ბინაში ცხოვრობს, საქველმოქმედო ფონდის შექმნის ვარიანტსაც განიხილავს, რათა რემონტისთვის აუცილებელი ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს.

ჯონსონი და საიმონდსი ამ ბინაში 2019 წლის ივლისიდან ცხოვრობენ. გასული წლის აპრილში მათ შვილი, უილფრედი შეეძინათ.

BBC-ს ცნობით, ბინაში რემონტი თითქმის დასრულებულია და ახლა უმაღლეს დონეზე განიხილება, თუ ვინ გადაიხდის მის საფასურს.

info9.ge
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close