fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტი არ არის ხანდაზმული ადამიანი. 

„რეინფიცირების ერთი შემთხვევაა დადასტურებული, სამთვიანი შუალედით. იქ არის ერთი და იგივე შტამის მუტანტი, ოღონდ სულ იდენტური არ არის. არის გენომში ცვლილებები, მაგრამ არ არის ეს ბრიტანული ან სხვა შტამი. არ მინდა, შემეშლოს ასაკი, რეინფიცირების შემთხვევა დაუდასტურდა ადამიანს, რომელიც არ არის ხანდაზმული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში გასულ 24 საათში SARS-CoV-2-ით ინფიცირების 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 129-ით გაიზარდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურებიდან (2020 წლის 26 თებერვალს) დღემდე სულ 273 137 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გამოჯანმრთელდა 267015 პაციენტი, 3 601 კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close