ქართველები უცხოეთშიიტალია

12 წლის გიორგი ბრაჭულის ნახატი იტალიურ გაზეთში დაიბეჭდა

დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წლის თავზე იტალიის მასშტაბით უამრავი აქტივობა დაიგეგმა. მათ შორის ტოსკანის რეგიონშიც და ერთ-ერთი პროექტის თანახმად მოსწავლეებს უნდა დაეწერათ, როგორ ხედავენ და აღიქვამენ დანტეს. შემდეგ საუკეთესო თემები და ნახატები შეირჩა და გაზეთში დაიბეჭდა. სწორედ ასე მოხვდა გიორგის კლასის თემა გაზეთში, ხოლო ნახატებში – მხოლოდ გიორგის ნამუშევარი.

ინფორმაციას ამის შესახებ სოცქსელის მომხმარებელი  Mari Ka ავრცელებს.

„თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მიხარია როცა ვხედავ ჩვენი ბავშვები მიუხედავად ბევრი სირთულისა, როგორ ეგუებიან გარემოს და ინტეგრირდებიან. ჩვენ, ზრდასრულებმა მათგან უნდა ავიღოთ მაგალითი და არ აქვს მნიშვნელობა, რა საქმიანობას ვეწევით, ვეცადოთ ჩვენი განვითარებისთვის გამოვიყენოთ ყოველი წუთი.

გიორგის და ყველა ემიგრანტ ბავშვს კი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მრავლად არიან, ვუსურვებ, რომ ღირსეულ ადამიანებად გაიზარდონ, აღარასოდეს დაჭირდეთ ემიგრანტად ყოფნა და თავიანთი ცოდნა და ენერგია, რომელსაც შეიძენენ, ჩვენს ლამაზ სამშობლოს მოახმარონ 🇬🇪♥️“, – წერს ქართველი ემიგრანტი იტალიაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close