fbpx
ეკონომიკასაქართველო

საქართველოს რკინიგზა ორ დღეში მუშაობას განაახლებს

საქართველოს რკინიგზა ორ დღეში მუშაობას განაახლებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს რკინიგზა ამ დღეების განმავლობაში მარშრუტებისა და განრიგის შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.

„დღეიდან გაიხსნა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. საქართველოს რკინიგზაც ორ დღეში, პრაქტიკულად, განაახლებს მუშაობას. გარკვეული ორდღიანი მომზადება დასჭირდა, განაახლებს უკვე თავის მარშრუტებს და გამოაცხადებს განრიგს. მთავარია, ეს დადებითი მუხტი და ტალღა შენარჩუნდეს, არ გაგვიუარესდეს ეპიდვითარება, ამიტომ ისევ და ისევ ბიზნესისგან მოვითხოვთ და ველით პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close