
ფეისბუქში გიორგი თორელი ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ვალერი მელაძე ესპანელ მომღერლებთან ერთად ქართულ ხალხურ სიმღერას ასრულებს.
„როგორ ამღერა ვალერი მელაძემ ქართულად ესპანელები!
სისხლი მაინც თავისას შვრება“, – წერს გიორგი თორელი.
კადრები ესპანეთში, მარბელაში კონცერტის წინ არის გადაღებული ვალერი მელაძის გასტროლების დროს და მომღერალმა იმ დღესვე განათავსა თავის ინსტაგრამზე. იგი ამ ვიდეოთი თავის ძმას – კონსტანტინე მელაძეს დაბადების დღეს ულოცავს.
View this post on Instagram




კომენტარები