პოლიტიკა

რა ცვლილებები იგეგმება ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში – კულუარული ინფორმაცია

„ფორმულას“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება. 

კერძოდ, თანამდებობას დატოვებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. მის ადგილს ქართული ოცნების მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გიორგი ხელაშვილი დაიკავებს.

კიდევ ერთი მინისტრი, რომელიც თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ დატოვებს, ნათია თურნავაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე თურნავას ივანე მაჭავარიანი შეცვლის, რომელიც ახლა ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ახალი ფინანსთა მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა, ხოლო მმართველმა გუნდმა ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close