მსოფლიოსაზოგადოება

ამერიკის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად­ი ჟურნალისტის, ლარი კინგის ანდერძი ცნობილია

ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის, ლარი კინგის ანდერძის შინაარსი ცნობილია. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

კინგის სურვილით, მთელ მის ქონებას ვაჟები – ენდი ჩენსომი, ლარი უმცროსი, ქენონი და ქალიშვილი ჩაია გაინაწილებენ.

ამასთან, ენდიმ და ჩაიამ ჯერ კიდევ ცნობილი მამის სიცოცხლეში მისი ქონება შეაფასებინეს. ლარი კინგის ქონება $2 მილიონად შეფასდა.

ლარი კინგმა ანდერძი 2019 წლის 17 ოქტომბერს შეადგინა, მანამდე, ვიდრე კინგი თავის მეშვიდე ცოლს, 59 წლის შონ საუთვიკს გაეყრებოდა 85 წლის ასაკში.

ლარი კინგი აშშ-ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად­ი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო. კინ­გმა 2010 წლის დე­კემ­ბერ­ში ტე­ლე­არ­ხი CNN-ი და­ტო­ვა, სა­დაც მას 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრა­იმ-ტა­იმ­ში ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი თოქ-შოუ Larry King Live მიჰ­ყავ­და.

ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში 87 წლისა 2020 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა.

imedinews.ge

ამავე თემაზე: ლეგენდარული ამერიკელი ჟურნალისტი ლარი კინგი გარდაიცვალა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close