fbpx
საზოგადოება

ვინ არის ის 4 სასულიერო პირი, რომელთა გადაცდომებზეც ზნეობრივი კომისია იმსჯელებს – ნახეთ, რა წერია მათზე სინოდის განჩინებაში

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა, რომელიც 2021 წლის 11 თებერვალს გაიმართა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად სასულიერო პირების ზნეობრივ გადაცდომებზეც გაამახვილა ყურადღება.

როგორც წმინდა სინოდის განჩნებაში წერია, რამდენიმე მათგანის საკითხს ზნეობრივი კომისია განიხილავს, რის შემდეგაც გადაწყვეტილების მისაღებად საკითხი კვლავ წმინდა სინოდის სხდომაზე გავა.

1. წმინდა სინოდმა მოისმინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ. წმინდა სინოდი დეკანოზს მაღალი იერარქების შეურაცხყოფასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს.

2. სინოდზე ყურადღება, ასევე, გამახვილდა 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანხმობის გარეშე განხორციელდა.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სინოდალურმა კომისიამ მოისმინოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპიკოპოსის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველის, ზენონის (იარაჯული) პოზიცია შემდგომი რეაგირებისათვის.

3. ასევე, წმინდა სინოდმა მოისმინა შემოქმედელი მიტროპოლიტ იოსების (კიკვაძე) გამოსვლა, აღნიშნულ ეპარქიიის მღვდელმოქმედება აკრძალული დეკანოზ ბასილ კვირჩილაძის შესახებ.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

დეკანოზ ბასილ კვირჩილაძის საკითხის შესწავლა დაევალოს სინოდალურ ზნეობრივ კომისიას.

4. ასევე წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას.

წმიდა სინოდმა განაჩინა:

შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close