საზოგადოებასაბერძნეთი
ათენში პოლიციამ სტუდენტებისა და ლექტორების აქცია ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალა
საბერძნეთის პოლიციამ ათენში, პარლამენტის შენობასთან სტუდენტებისა და ლექტორების აქცია ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალა და რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
სტუდენტები, ლექტორები და მშობელთა ასოციაციების წევრები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებდნენ, რომლებიც უნივერსიტეტებში დაცვის სპეციალური სამსახურების შექმნასა და ე.წ. მუდმივი სტუდენტების გარიცხვას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
როდესაც დემონსტრანტების კოლონა პარლამენტის შენობას მიუახლოვდა, აქციის ცალკეულ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
imedinews.ge
კომენტარები