რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

მამაკაცს მოღალატეობა სახეზე აწერია: მეცნიერები ნიშნებს ასახელებენ

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მოღალატე მამაკაცის ამოცნობა ფოტოსურათითაც არის შესაძლებელი, მოღალატე ქალისა კი – არა

ადამიანის პიროვნული თვისებების დადგენა ფოტოპორტრეტით არის შესაძლებელი, აცხადებენ მეცნიერები, რომლებმაც აღნიშნულ თემაზე კვლევა ჩაატარეს.

სწავლულების თქმით, ერთი მხრივ, სახის ნაკვთებიცა და ხასიათიც ადამიანს წინაპრებისგან მემკვიდრეობით ერგება, მეორე მხრივ კი, სახის ჩონჩხის ფორმირებაზე მუცლადყოფნის პროცესში ჰორმონები, მაგალითად, ტესტოსტერონი ახდენს გავლენას.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 1500 ადამიანი მონაწილეობდა და დაასკვნეს, რომ მამაკაცებს ღალატისკენ მიდრეკილება „სახეზე აწერიათ“.

მკვლევარებმა ექსპერიმენტის მონაწილეებს დაავალეს, დაეთვალიერებინათ 189 ქალისა და მამაკაცის ფოტო და ევარაუდათ, რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო პარტნიორის მიმართ მოღალატე. მანამდე ფოტოზე გამოსახულმა ყველა პირმა მეცნიერებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პირადი ცხოვრების შესახებ.

აღმოჩნდა, რომ სახის მიხედვით მოღალატე მამაკაცების ამოცნობა უფრო იოლია, ვიდრე მოღალატე ქალისა. ექსპერიმენტის მონაწილე ქალების 26%-მა და მამაკაცების 34%-მა უშეცდომოდ გამოავლინა სხვისი ცოლებითა თუ საცოლეებით დაინტერესებული მამაკაცები.

რაც შეეხება მოღალატე ქალებს, მათი ამოცნობა მამაკაცების მხოლოდ 4%-მა და ქალების 3,3%-მა მოახერხა.

სახის ნაკვთებით რომ მოღალატის ამოცნობა შესაძლებელია, ეს კანადელმა მკვლევარებმაც დაადასტურეს. მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ კვადრატული ან ფართო სახის მქონე ადამიანები, როგორც წესი, უფრო ძლიერ სექსუალურ ლტოლვას განიცდიან, ვიდრე მათი ოვალურსახიანი თანატოლები. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ფართოსახიანი მამაკაცები უფრო ხშირად ატყუებენ პარტნიორებს. ქალებში მსგავსი კორელაცია არ გამოვლენილა.

მეცნიერების თქმით, ამ კანონზომიერებას მეცნიერული ახსნა აქვს. საქმე ისაა, რომ ზრდასრული მამაკაცის სახის სიგანისა და სიმაღლის თანაფარდობა ტესტოსტერონის დონეზეა დამოკიდებული. მამაკაცებს, რომლებსაც ეს ჰორმონი ჭარბად აქვთ, უფრო ფართო სახე და მსხვილი ყვრიმალები ახასიათებთ. ამასთან, როგორც წესი, აქვთ ძლიერი ნებისყოფა და ზოგჯერ აგრესიული ხასიათიც კი. გარდა ამისა, ისინი სექსუალურადაც უფრო აქტიურები არიან.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close