fbpx
ტექნოლოგიები

რობოძაღლმა SPOT-მა სახლის დალაგება „ისწავლა“ (ვიდეო)

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Boston Dynamics-ი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოექცა, რაც ცოტა ხნის წინ კომპანიის Youtube არხზე „დიასახლისი“ რობოტი ძაღლის ვიდეო დაიდო.

კომპანიის მიერ შექმნილ რობოძაღლ Spot-ს მრავალმხრივი უნარები აქვს: ის იატაკზე მიმოფანტულ ნივთებს აგროვებს, ანთებს შუქს, აღებს კარს, ასუფთავებს ეზოს და ბაღში მცენარეებსაც კი რგავს. შრომით გადაღლილი რობოტი სახტუნაოზე ხტუნვით და ასფალტზე ცარცით ხატვით იქცევს თავს.

Spot-ს, დახვეწილი პროგრამული უზრუნველყოფის და გამართული მექანიკის წყალობით, ბევრი სხვა რთული და სახიფათო დავალების  შესრულებაც შეუძლია.

ამ შრომისმოყვარე რობოძაღლმა მოხდენილი ცეკვაც იცის. Boston Dynamics-მა დეკემბრის მიწურულს ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ შექმნილმა  რობოტებმა კაცობრიობას ახალ წელი ორიგინალური ცეკვით მიულოცეს.

კომპანია Boston Dynamics-მა ოთხფეხა რობოტი საზოგადოებას 2016 წლის ივნისში წარუდგინა, 2019 წლის სექტემბრიდან კი მისი წინასწარი გაყიდვები დაიწყო. Spot-ის ერთ-ერთი პირველი მფლობელი ცნობილი ტელეწამყვანი ადამ სევეჯი გახდა.

კომპანიის დანარჩენი მოწყობილობებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, კვლევითი ორგანიზაციებისა და ცალკეული ბიზნესებისთვისაა ხელმისაწვდომი, Spot-ის შეძენა მსურველებს 74 500 აშშ დოლარად შეუძლიათ.

მანანა ბანძელაძე

ამავე თემაზე: სინგაპურის პარკებში სოციალურ დისტანციას რობოტი-ძაღლები აკონტროლებენ (ვიდეო)

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close