როგორ დაგეხმარებათ POS პროგრამა კვების ობიექტის მართვაში

კვების ობიექტში პიკის საათებში ყველაფერი სისწრაფესა და სიზუსტეზეა დამოკიდებული. როცა ერთდროულად ბევრი შეკვეთა შემოდის და პროცესები დარბაზს, ბარსა და სამზარეულოს შორის ნაწილდება, შეცდომების დაშვების რისკი იზრდება.
ამიტომ მნიშვნელოვანია ერთიანი სისტემა, რომელიც კონტროლსა და მონიტორინგს გაგიმარტივებს. iCash, cloud-ზე დაფუძნებული POS პროგრამა კვების ობიექტებს ეხმარება შეკვეთების, ანგარიშსწორების, მარაგებისა და გაყიდვების ერთ პლატფორმაზე მართვაში. მუშაობს როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ რეჟიმში და კავშირის აღდგენის შემდეგ მონაცემებს ავტომატურად ასინქრონებს.
დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით, როგორ დაგეხმარება კვების ობიექტის მართვაში POS პროგრამა.
შეკვეთებისა და მომსახურების პროცესის აჩქარება
კვების ობიექტში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დატვირთულ საათებში პერსონალს შორის კომუნიკაციაა. როცა დარბაზი, ბარი და სამზარეულო პარალელურად მუშაობს, ინფორმაციის დაგვიანება ხშირად მცდარ შეკვეთებად და დროის კარგვად იქცევა. iCash-ის cloud-ზე დაფუძნებული POS პროგრამა ამ პროცესს ერთ სისტემაში აერთიანებს: შეკვეთა სწრაფად აისახება საჭირო სივრცეში და ყველაფერი ჩანს პლანშეტზე ან ტელეფონში, ისე რომ თანამშრომლებს აღარ უწევთ ერთმანეთთან მუდმივი სიარული და კითხვების დასმა.
POS პროგრამით მარტივად აკონტროლებ შეკვეთის სტატუსს — მიღებულია, მზადდება თუ უკვე გამზადდა — და დასრულებისას შეტყობინებას იღებ. ასე მენიუს მართვაც მარტივდება: კერძების კატეგორიებად დალაგება, ფასების ოპერატიული განახლება და ფოტოების დამატება მომსახურებას აჩქარებს და შეცდომებს ამცირებს.
მოქნილი ანგარიშსწორება და ფასების მართვა პიკის საათებში
პიკის საათებში სალაროსთან ყველაზე დიდი გამოწვევა სისწრაფე და სიზუსტეა — როცა რიგი იზრდება, ერთი მცირე შეცდომაც კი ანელებს პროცესს და მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს. POS პროგრამა ანგარიშსწორებას ამარტივებს: სწრაფად ადგენ ანგარიშს, აკონტროლებ გადახდებს და ოპერაციები უფრო გამჭვირვალე ხდება როგორც მოლარისთვის, ისე მენეჯმენტისთვის.
მოქნილი საფასო პოლიტიკის მართვაც ერთ სისტემაშია მოქცეული: შეგიძლია ფასები ოპერატიულად შეცვალო, ფასდაკლება გააკეთო ან აქცია და, საჭიროების მიხედვით, პირობები გარემოებებს სწრაფად მოარგო. შედეგად, სალაროსთან ნაკლები გაუგებრობაა, შემცირებულია არასწორი გატარების რისკი და მომხმარებელს ნაკლები ლოდინი უწევს.
მარაგების კონტროლი
კვების ობიექტში მოგებაზე ხშირად სწორედ მარაგი მოქმედებს: ზედმეტი პროდუქტი ფუჭდება და ხარჯს ზრდის, დეფიციტი კი გაყიდვებს გაკარგვინებს. POS პროგრამა მარაგებისა და ინგრედიენტების კონტროლს ამარტივებს. შეგიძლია აკონტროლო, თითოეული კერძის მომზადებაზე რა რაოდენობის ინგრედიენტი იხარჯება და რეალური ნაშთი მუდმივად თვალწინ გქონდეს.
თუ რომელიმე პროდუქტის რაოდენობა მინიმალურ ნიშნულს ჩამოსცდება, სისტემა ავტომატურად გამოგიგზავნის შეტყობინებას, რათა შევსება დროულად შეძლო. პრაქტიკაში ეს ნიშნავს ნაკლებ დანაკარგს, უფრო ზუსტ შესყიდვებსა და მენიუს სტაბილურობას, ისე, რომ საჭირო ინგრედიენტები ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს.
გაყიდვების მონიტორინგი და დისტანციური კონტროლი
გაყიდვების კონტროლი მაშინ არის ეფექტიანი, როცა მონაცემები ერთ სისტემაშია თავმოყრილი და ნებისმიერ დროს მარტივად ხელმისაწვდომია. iCash-ის cloud-ზე დაფუძნებული POS პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას, გაყიდვების მონიტორინგი სხვადასხვა ფილტრით აწარმოო. მაგალითად, მიმტანების მიხედვით, თარიღით, სივრცის ან კონკრეტული ობიექტის ჭრილში. ასე მარტივად ხედავ, სად გაქვს მეტი დატვირთვა, რა მუშაობს უკეთ და სად არის გასაუმჯობესებელი.
პანელიდან ხელი მიგიწვდება ანგარიშებზე, ბრუნვაზე, შემოსავალზე, ხარჯებსა და ფინანსურ ნაკადებზე, რათა გადაწყვეტილებები ინტუიციით კი არა, რეალური სურათით მიიღო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ერთზე მეტი ფილიალი გაქვს და პროცესების დისტანციურად კონტროლი გჭირდება.
შეჯამება
POS პროგრამა კვების ობიექტის მართვის პროცესს ერთიან და გამჭვირვალე სისტემაში აერთიანებს. iCash-ის დახმარებით მარტივდება შეკვეთების მიღება და მონიტორინგი, დაჩქარებულია მომსახურება და შემცირებულია შეცდომების რისკი როგორც დარბაზში, ისე სამზარეულოსთან კომუნიკაციის დროს. ასევე, უფრო მოქნილი ხდება ანგარიშსწორება, ფასების, ფასდაკლებებისა და აქციების ოპერატიული მართვით.
მარაგებისა და ინგრედიენტების კონტროლი დაგეხმარება დანაკარგის შემცირებაში, ხოლო გაყიდვების ანალიტიკა ბრუნვის, შემოსავლისა და ხარჯების რეალურ სურათს გაჩვენებს. შედეგად, ყოველდღიური ოპერაციები უფრო ორგანიზებულია, გუნდი უფრო ეფექტიანად მუშაობს და გადაწყვეტილებებს როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად, მონაცემებზე დაყრდნობით იღებ.



