fbpx
მოდა/სილამაზესაზოგადოება

ალა პუგაჩოვას დიზაინერი ლედი გაგას კაბის იდეის მოპარვაში ადანაშაულებს

პრეზიდენტ ბაიდენის ინაუგურაციაზე ლედი გაგა „სკიაპარელის“ ულამაზეს შავ-წითელ კაბაში ბრწყინავდა. ეს კაბა წელს ინაუგურაციის გამორჩეულ სამოსს შორის მოხვდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია.

ამჯერად კი გაგას კაბის კრიტიკოსებიც გამოჩნდნენ და ეს რუსი დიზაინერი, ალიშერია. ეს უკანასკნელი ამტკიცებს, რომ 2019 წელს ალა პუგაჩოვას კონცერტისთვის ანალოგიური კაბა შექმნა.

მან სოციალურ ქსელში პუგაჩოვასა და გაგას კაბის ფოტოები გამოაქვეყნა და ფანებს შეფასება სთხოვა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by ALISHER (@alishermusic)

„მე და ალა ბოროსოვნა პირველები ვიყავით“, – წერს დიზაინერი სოციალურ ქსელში. მის ამ პოტს მალევე გამოეხმაურნენ რუსი გულშემატკივრები და დაწერეს, რომ ალა ყველაფერში პირველია.

ცხადია, სულაც არ ღელავს ამ ამბავზე ლედი გაგა, რომლის გამოსვლამ და კაბამ ინაუგურაციაზე ფურორი მოახდინა და ვიდეოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

fortuna.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close