რას არ გაიგებ/ფაქტები

ამერიკელმა ქალმა საყვარელი ქათმის მკურნალობაზე 10 ათასი დოლარი დახარჯა🐔

აშშ-ში, კოლორადოს შტატში მცხოვრებმა სელეტა ნოტნაგელმა თავისი საყვარელი ქათმის გულის ავადმყოფობისგან განსაკურნად 10 ათასი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ Yahoo იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ქათამი სახელად ბლიუ ქალის სახლში ცხოვრობს და ნოტნაგელის საწოლთან სძინავს. პატრონი მას თავის „მონათესავე სულს“ უწოდებს. გასული წლის მარტში ბლიუ ცუდად გახდა, ვეტერინარმა კი დაადგინა, რომ მას გულის სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ამ დეფექტის გამოსწორება ჩვეულებრივი პროცედურაა ძაღლებისა და კატებისთვის, მაგრამ ფრინველისთვის ის აქამდე არ ჩაუტარებიათ. სარისკო ოპერაცია 4 ათასი დოლარი ღირდა, მკურნალობის საერთო ხარჯმა კი 10 ათასი შეადგინა.

„ეს დიდი თანხა, დაზღვევა მხოლოდ 2,5 ათასს ფარავს. მაგრამ თქვენი შვილებისთვის ან თქვენი ძაღლისთვის ამას ხომ გააკეთებდით. მაგრამ როცა ვამბობ, რომ თანხა ქათმის სამკურნალოდ დავხარჯე, ხალხი ამბობს: „ამდენი ქათამზე დახარჯე? შეგეძლო უბრალოდ ქვაბში ჩაგედო“,- ამბობს ნოტნაგელი.

ახლა ბლიუ თავს კარგად გრძნობს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close