fbpx
სპორტი

14 წლის ვუნდერკინდი „ლოკომოტივიდან“ – მან პენალტი მოედანზე შესვლიდან ორ წუთში მოიგერია (ვიდეო)

„ლოკომოტივის“ მეკარე სოსო კოპალიანმა „საბურთალოსთან“ შეხვედრაში მოედანზე გამოსვლიდან 2 წუთში თერთმეტმეტრიანი მოიგერია – მან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი გულიაშვილის დარტყმა აიღო.

სოსო კოპალიანი თბილისის „ლოკომოტივის“ მეკარეა. ამაში უცნაური და გამოსარჩევი არაფერი იქნებოდა, რომ არა ეს ფაქტი – ის ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, მაგრამ უკვე ეროვნული ლიგის გუნდის მეკარეა.

მან „საბურთალოსთან“ შეხვედრაში მოედანზე გამოსვლიდან 2 წუთში თერთმეტმეტრიანი მოიგერია – საჯარიმო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა დაარტყა.

კოპალიანი „ლოკომოტივში“ იანვარში ქუთაისის „ტორპედოდან“ დაიმატეს. კოპალიანი ეროვნული ლიგის რეკორდსმენია – 2019 წელს ის ლიგის ოფიციალურ მატჩში ქუთაისური კლუბის სამატჩო განაცხადში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ კოპალიანს მეკარეთა მწვრთნელი დავით მამარდაშვილი ავარჯიშებდა, რომელიც თავად საკმაოდ კარგი მეკარე იყო – ქუთაისის „ტორპედოს“ შემდეგ ითამაშა „ვიტ ჯორჯიაში“ და მის შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ევროსარბიელზეც უთამაშია. ასევე გამოდიოდა თსუ-სა და „ბორჯომში“.

კარიერის შემდეგ კი მეკარეთა მწვრთნელი გახდა, მისი შვილი, გიორგი მამარდაშვილი კი „ლოკომოტივის“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მეკარეა და უეფამ 2020 წელს ევროპის 50 ყველაზე ნიჭიერ მოთამაშეთა შორის დაასახელა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close