ტრამპის უმცროსი ქალიშვილი 23 წლის მილიარდერზე დაინიშნა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ქალიშვილი ტიფანი ტრამპი 23 წლის მილიარდერზე, მაიკლ ბულოსზე დაინიშნა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
მისი ინფორმაციით, ბიზნესმენმა 27 წლის ტიფანის ნიუიორკელი ოქრომჭედლის, სამერ ჰალიმეს მიერ დამზადებული ბეჭედი აჩუქა. ნიშნობის ბეჭედს 13 კარატის ზურმუხტი და 2 ბრილიანტი ამშვენებს.
გამოცემის ცნობით, ბეჭდის სავარაუდო ღირებულება 1,2 მილიონი დოლარია. მაიკლ ბულოსმა ის დუბაიში შეიძინა.
It has been an honor to celebrate many milestones, historic occasions and create memories with my family here at the White House, none more special than my engagement to my amazing fiancé @MichaelZBoulos!Feeling blessed and excited for the next chapter! ❤️ pic.twitter.com/XeoSceoH8N
— Tiffany Ariana Trump (@TiffanyATrump) January 19, 2021
imedinews.ge
კომენტარები