მსოფლიოპოლიტიკა

სად გაქრა ოვალური კაბინეტის მაგიდიდან ტრამპის საყვარელი წითელი ღილაკი (ვიდეო)

თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის პრეზიდენტის სამუშაო მაგიდიდან გაქრა წითელი ღილაკი, რომელსაც დონალდ ტრამპი დიეტური კოკა-კოლას „გამოსაძახებლად“ იყენებდა.

ღილაკი მაგიდაზე დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაჩნდა. როგორც ცნობილია, ღილაკზე დაჭერის შემდეგ თეთრი სახლის მომსახურე პერსონალს პრეზიდენტისთვის დიეტური კოკა-კოლა მიჰქონდა. ცნობილია, რომ დონალდ ტრამპს ძალიან უყვარს გაზიანი სასმელები, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი დღეში დაახლოებით 12 ქილა დიეტურ კოლას სვამს.

წითელი ღილაკის შესახებ თავის წიგნში წერდა თეთრ სახლის ყოფილი პერსონალის წევრი კრის სიმსი. მისი თქმით, დონალდ ტრამპი ამ ღილაკთან დაკავშირებით ხშირად ეხუმრებოდა სტუმრებს და ეუბნებოდა, რომ ეს ბირთვული იარაღის ასამოქმედებელი ღილაკია.

პირველად ამ ღილაკის გაუჩინარების შესახებ გამოცემა The Hill-მა დაწერა და აღნიშნა, რომ ოვალურ კაბინეტში გადაღებულ ახალ ფოტოებზე, რომლებზეც ჯო ბაიდენი მთავარ ე.წ. რეზოლუტის მაგიდასთანაა ზის, ტრამპის ცნობილი წითელი ღილაკი არ ჩანს.

—-

ბაიდენმა ტრამპის მემკვიდრეობიდან ერთ-ერთი პირველი სწორედ კოკა-კოლას გამოძახების ეს ღილაკი გააქრო. საპრეზიდენტო ოფისში კიდევ ბევრი რამაა უკვე შეცვლილი.

შეერთებული შტატების ახალმა ლიდერმა თავისი ოფისი თეთრ სახლში ჟურნალისტებს 21 იანვარს აჩვენა.

ცნობილ ოვალურ კაბინეტში ადამიანის უფლებათა ლათინოამერიკელი დამცველის, სესარ ჩავესის ბრინჯაოს ბიუსტი გამოჩნდა. ჩამოხსნილია ქვეყნის მე-7 დემოკრატი პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის პორტრეტი, მისი ადგილი ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელის, ბენჯამინ ფრანკლინის გამოსახულებამ დაიკავა, სამუშაო მაგიდაზე კი ჩაის ფინჯანი და ლამბაქი გაჩნდა.

როგორც ჩანს, კოკა-კოლას მოყვარული პრეზიდენტი ჩაის მოყვარულმა პრეზიდენტმა ჩაანაცვლა, სხვა თვალშისაცემ განსხვავებას დრო გამოაჩენს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close